მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე მისი სამშობლოში დაბრუნების საქმეზე ბრალდებულ 4 პირს ბოდიში...

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე მისი სამშობლოში დაბრუნების საქმეზე ბრალდებულ 4 პირს ბოდიში მოუხადა

Published on

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე მისი სამშობლოში დაბრუნების საქმეზე ბრალდებულ 4 პირს ბოდიში მოუხადა. მისი თქმით, თანამზარხველებს არც კი იცნობდა.

მე მინდა ვუთხრა მათ, ჯერ ერთი დიდი მადლობა, იმისთვის, რომ არიან წესიერი, მშრომელი, ქართველი ადამიანები და ბოდიში მინდა მოვუხადო მათ, რომ ჩემ გამო რამდენიმე თვე, ეს ძალიან წესიერი ხალხი, რომელიც უბრალოდ თავისი შრომით ირჩენს, ყოველდღიურ პურს მოიპოვეს, დააკარგვინეს ეს დრო.

მე თავიდანვე მოვუწოდე მათ, რომ ყველაფერს, რასაც ეტყოდნენ დაეწერათ, იმიტომ, რომ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და მე კიდევ ერთხელ ბოდიში მოვუხადო, რომ ჩემ გამო ადამიანები დაიჩაგრნენ. მე ყველაზე უკანასკნელი რაც მინდოდა, ყოფილიყო ის, რომ ეს ადამიანები ყოფილიყვნენ რაღაცნაირად დაჩაგრული.

ხომ ხედავთ, მე თვითონაც არ ვიცნობ ჩემ თანამზრახველებს, რეალურად არც გამიგია ვინ არის გიორგი ნარიმანიძე ცხოვრებაში, წოწორიებიც ვიცი ტელევიზორიდან, – თქვა სააკაშვილმა. 

საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. საქმე მესამე პრეზიდენტის მიერ საზღვრის უკანონო კვეთას ეხება.  

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...