მთავარისიახლეებიმსოფლიოლორდთა პალატაში მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის შესახებ იმსჯელეს.

ლორდთა პალატაში მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის შესახებ იმსჯელეს.

Published on

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის შესახებ დღეს ვრცლად იმსჯელეს გაერთიანებული სამეფოს ლორდთა პალატაში. ინორმაციას სხდომის შესახებ  მთავარი არხი უცხ0ეთის მედიაზე დაყრდნობით აქვეყნებს 

საკითხის განხილვისას, ლორდმა აჰმადმა თქვა, რომ ლორდთა პალატის წარმომადგენლები საქმესთან დაკავშირებით სიტუაციის მონიტორინგს აგრძელებს. ჩვენ ამჟამად ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს, რომლებიც დაკავშირებულია ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილთან. ევროპის საქმეების ყოფილმა მინისტრმა ვენდი მორტონმა წამოჭრა სააკაშვილის დაკავების საკითხი საქართველოს ელჩთან საუბარში 15 დეკემბერს და ხაზი გაუსვა პრობლემებს მის ჯანმრთელობასთან და მკურნალობასთან დაკავშირებით.

ჩვენმა ელჩმა და სხვა თანამდებობის პირებმა წამოჭრეს ბატონ სააკაშვილის საკითხი თბილისში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთამ საქმესთან დაკავშირებული სიტუაციის მონიტორინგს,- თქვა უიმბდონის ლორდი აჰმადმა.

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას ლორდი ჰარისიც გამოეხმაურა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. როგორც ჰარისმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი ციხეში შეთითხნილი ბრალდებებით ზის.

ჰარისი თვლის, რომ საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში უნდა მოინახულოს.

მისი პრეზიდენტობის დროს საქართველომ ეკონომიკური აღმავლობა განიცადა. მან გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები კორუფციის აღმოსაფხვრელად და როდესაც 2013 წელს არჩევნები წააგო, მან მშვიდობიანად გადასხა ხელიუსუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს, რაც საქართველოს ისტორიაში პირველი ასეთი შემთხვევა იყო. მას შემდეგ მას ჩამოართვეს მოქალაქეობა და ჩასვეს ციხეში შეთითხნილი საქმეების საფუძველზე, რაც ამნესტი ინტერნეიშენალმა დაახასიათა როგორც აშკარა პოლიტიკური შურისძიება. გუშინ მან საკნიდან წერილი გამოაგზავნა, რომელშიც აცხადებს, რომ არ ეძლევა საკუთარ ადვოკატებთან კავშირის შესაძლებლობა და სისტემატიურად ხდება თავდასხმის სამიზნე ციხის ადმინისტრაციისგან. ვფიქრობ, კარგი იქნება თუ საქართველოს მთავრობასთან პროტესტს გამოვთქვამთ და ვთხოვთ დიდი ბრიტანეთის ელჩს, რომ მოინახულოს ბატონი სააკაშვილი ციხეში, -თქვა პენტრეგრთის ლორდმა ჰარისმა.

სიახლეები

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა

Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ძირითადი დეტალები: მიზეზი:...

The Economist: ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა საშიშია უკრაინისთვის, ევროპისა და აშშ-ისთვის

გავლენიანი გამოცემა The Economist-ი ავრცელებს სტატიას, სადაც დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას...

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის,...