მთავარისიახლეებიგორის ჰოსპიტალში სუსი ყველას უსმენდა, შედეგად, 60-მდე თანამშრომელს უშვებენ - სააკაშვილი

გორის ჰოსპიტალში სუსი ყველას უსმენდა, შედეგად, 60-მდე თანამშრომელს უშვებენ – სააკაშვილი

Published on

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გორის ჰოსპიტლის 60-მდე თანამშრომელს სამსახურიდან უშვებენ. სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მოყვა, რომ როდესაც გორში მას მკურნალობდნენ, სუს-მა ყველა თანამშრომლის მოსმენა დაიწყო.

“გორის ჰოსპიტალში როცა ვიყავი, რა თქმა უნდა, სუსი, მუსი, ყველა შევიდა და უსმენდნენ ყველა თანამშრომელს. შედეგად, 60-მდე თანამშრომელს ითხოვენ სამსახურიდან მათი ტელეფონების მოსმენის შედეგად რა დასკვნაც გამოიტანეს. ბოდიშს ვუხდი ამ თანამშრომლებს. ისინი არიან პროფესიონალები და ისედაც დაბალ ხელფასზე მუშაობდნენ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ფორმულას ინფორმაციით, საახალწლოდ, გორის ჰოსპიტალში 30-მდე თანამშრომელი ახსნა-განმარტებების გარეშე გაუშვეს. გათავისუფლებულები მედიასთან აცხადებენ, რომ პოლიტიკური პოზიციების გამო ისჯებიან.

სამსახურიდან დათხოვილი ექიმები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები კამერებთან არ ჩნდებიან, თუმცა პირად საუბრებსა და იურისტებთან კონსულტაციებისას ჰყვებიან, რომ არჩევნების შემდეგ იმიტომ გაუშვეს სამსახურიდან, რომ მხარს ოპოზიციას უჭერდნენ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...