მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ასეთი მომტაცებელი თუ ვიყავი, მიხეილ სააკაშვილს არ მოვიტაცებდი, ივანიშვილს მოვიტაცებდი, იმას აქვს...

,,ასეთი მომტაცებელი თუ ვიყავი, მიხეილ სააკაშვილს არ მოვიტაცებდი, ივანიშვილს მოვიტაცებდი, იმას აქვს ფული” – ელგუჯა ცომაია

Published on

საზღვრის კვეთის საქმე –  საქალაქო სასამართლოში  მიხეილ სააკაშვილის შემდეგ სასამართლოს ჩვენება ელგუჯა ცომაიამ მისცა.  პროცესზე ცომაიამ დეტალურად გაიხსენა ის გზა, რომლითაც პრეზიდენტი სამშობლოში დააბრუნა.  სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხვის დროს მან თქვა, რომ მისთვის დიდი პატივისცემა იყო “ქართული ოცნების” მიერ დევნილი პრეზიდენტის მის სახლში ყოფნა და მისთვის არც საკუთარი ბინის დათმობას ნანობს.

“ჩემთვის დიდი პატივისცემა იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩემს სახლში იყო ერთ ადგილას, მეორე ადგილას, ჩემი ბავშვების ოთახში რომ ეძინა

ასევე მინდა მთელ საქართველოს ახალი წელი მივულოცო და პირადად დედამისს…

ერთი არავინ დაინტერესებულხართ, რატომ გავაკეთე ეს ნაბიჯი. თქვენ აზრზე არ ხართ რამდენი პრობლემა მაქვს გადატანილი და დღესაც [მაქვს]. ამას ჰაერზე არ ვამბობ, საბუთები მაქვს და იმასაც გეტყვით, არ ეწყინოთ [პროკურორებს] ახალგაზრდა ბიჭები არიან და თქვენ ახალგაზრდა ქალბატონი [მოსამართლე]. ვერც საგადასახადომ მიშველა, ვერც პოლიციამ მიშველა, ვერც ძველმა ბიჭებმა, ვერც ვერავინ მიშველა. ერთადერთმა ადამიანმა მითხრა, რომ შევძლებ მოხმარებასო, ეს იყო გია ლორთქიფანიძე და როგორ არ უნდა ვცემ მე მაგას პატივი?!” – თქვა ცომაიამ.

გზაში გაგვჩერა პატრულმა. გვათვალიერებდა მეც, მიხელ სააკაშვილსაც და ვნერვიულობდი, კაცი აგერ გვერდით მიზის, მაგრამ უკანა ნათურები არ გინათებსო და ჯარიმას გამოგიწერო. გულში ვფიქრობ, შენ გაგახარა ღმერთმა!, – თქვა ცომაიამ. 

პროცესზე პროკურორმა ცომაიას ჰკითხა, გაიტაცა თუ არა მან მიხეილ სააკაშვილი, რაზეც ბრალდებულმა ხუმრობით უპასუხა, რომ სააკაშვილის გატაცებას, ივანიშვილის გატაცებას ამჯობინებდა. თუ ასეთი მომტაცებელი ვიყავი, მიხეილ სააკაშვილს არ მოვიტაცებდი, ივანიშვილს მოვიტაცებდი, იმას აქვს ფული, – თქვა ცომაიამ.

სასამართლო პროცესზე მოხეილ სააკაშვილმა მის  თანამზრახველად გამოცხადებულ ცომაიას  კიდევ სამ ბრალდებულს მამა-შვილი წოწორიებს და გიორგი ნარიმანიძეს ბოდიში მოუხადა მის გამო დევნისთვის

,,მე მინდა ვუთხრა მათ, ჯერ ერთი დიდი მადლობა, იმისთვის, რომ არიან წესიერი, მშრომელი, ქართველი ადამიანები და ბოდიში მინდა მოვუხადო მათ, რომ ჩემ გამო რამდენიმე თვე, ეს ძალიან წესიერი ხალხი, რომელიც უბრალოდ თავისი შრომით ირჩენს, ყოველდღიურ პურს მოიპოვეს, დააკარგვინეს ეს დრო.

მე თავიდანვე მოვუწოდე მათ, რომ ყველაფერს, რასაც ეტყოდნენ დაეწერათ, იმიტომ, რომ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და მე კიდევ ერთხელ ბოდიში მოვუხადო, რომ ჩემ გამო ადამიანები დაიჩაგრნენ. მე ყველაზე უკანასკნელი რაც მინდოდა, ყოფილიყო ის, რომ ეს ადამიანები ყოფილიყვნენ რაღაცნაირად დაჩაგრული” – თქვა სასამართლოზე მიხეილ სააკაშვილმა

 

სიახლეები

მტკიცედ დადექით – მოლდოვა თქვენთანაა – მაია სანდუ

მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული მოქმედი პრეზიდენტი, მაია სანდუ ქართველ ხალხს მიმართავს: "გუშინ მოლდოველებმა გადადგეს გადამწყვეტი...

ცესკო მტკიცებულებების განადგურებას ცდილობს -ნათია მეზვრიშვილი

პარტია "გახარია საქართველოსთვის" განცხადებით, ცესკო მტკიცებულებების განადგურებას ცდილობს. ამის შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ...

ლონდა თოლორაია პროკურატურაში დაიბარეს

სადამკვირვებლო მისია “ჩემი ხმის“ წარმომადგენელი ლონდა თოლორაია პროკურატურაში დაიბარეს. როგორც თოლორაია სოციალურ ქსელში წერს, ის...

ზელენსკი სანდუს გამარჯვებას ულოცავს

უკრაინის პრეზიდენტი მაია სანდუს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და წერს, რომ მოლდოველებმა აირჩიეს ევროპა, ეკონომიკური...