მთავარისიახლეები"ალიკა ქობალიამ ჩამსვა საბარგულში, გადამაფარა ბრეზენტი" - რა გაიხსენა დღეს სასამართლო დარბაზში...

“ალიკა ქობალიამ ჩამსვა საბარგულში, გადამაფარა ბრეზენტი” – რა გაიხსენა დღეს სასამართლო დარბაზში მიხეილ სააკაშვილმა

Published on

“ბათუმი იყო ერთი დაჭაობებული სოფელი,ვისაც არ ახსოვს, სადაც შესასვლელად ჩვენ გვჭირდებოდა ე.წ. საბაჟოს გავლა და იცით სად გადავლახეთ საზღვარი არალეგალურად ერთხელ? – საბარგულში!

ასლან აბაშიძეს რომ ეყენა საბაჟო, იქ ერთხელ ალიკა ქობალიამ ჩამსვა თავისი პიკაპის საბარგულში, გადამაფარა ბრეზენტი და ასე შევედი ასლანის კონტროლირებად ტერიტორიაზე იმიტომ, რომ ის არ იყო საქართველოს იურისდიქციაში. მე ვიყავი მაშინ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე. პატარა კაცი არ ვიყავი და ვიყავი მთელი ქვეყნისთვის ცნობილი და ბრიზენტგადაფარებული შევედი. ამაზეც ხომ არ გამასამართლებდით?

სხვათა შორის ეს გაკეთებული მაქვს ნაღდად, ბრეზენტი გადამაფარა, პიკაპში ჩამსვა და ათასგვარი ტყუილებით და აჭარულად მოუქცია აქცენტი ამ მეგრელმა კაცმა და შემაპარა აჭარაში” – თქვა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ მისი ბრალეულობის ნაწილს შეეხო.

მან გაიხსენა ვარდების რევოლუციის პერიოდი და ასლან აბაშიძის რეჟიმისგან აჭარის გათავისუფლების თემა, როცა მას სხვა თანამებრძოლებთან ერთად გვერდში ედგა შემდეგში უკვე ზუგდიდის გამგებელი ალექსანდრე ქობალია, რომელმაც, როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაიხსენა, საბარგულში ბრეზენტგადაფარებული შეაპარა აჭარაში.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი ედუარდ შევარდნაძისადმი ოპოზიციურად განწყობილი ფლანგის ლიდერი გახდა, ერთ-ერთი საყრდენი  ზუგდიდში სწორედ ქობალიების ოჯახი იყო.

გრიგოლ ქობალია (პარლამენტის წევრი), ალექსანდრე და ლევან ქობალიები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები და აქტიური ფიგურები იყვნენ. 

ამასთან, “ვარდების რევოლუციის” საწყის ეტაპზე, სწორედ გრიგოლ, ალიკა და ლევან ქობალიების მიერ დაარსებული ტელეკომპანია “ოდიში” იყო ის მედიაპლატფორმა, საიდანაც მიხეილ სააკაშვილი თავის ახალ იდეებს სამეგრელოში დაუბრკოლებლად ავრცელებდა, ხოლო ტელეკომპანია “ოდიშის” აივანი ის ისტორიული ლოკაციაა, საიდანაც მიხეილ სააკაშვილმა, ნიღბიანი, ავტომატებით შერიარაღებული პირების მიერ “ოდიშის” წინ შეკრებილი ხალხის დაცხრილვის მიუხედავად, თავის მომხრეებს ისტორიული სიტყვით მიმართა.

ეს მიმართვა საფუძვლად დაედო წალენჯიხიდან, ზუგდიდიდან, ხობიდან, სენაკიდან და ასევე იმერეთისა და გურიის რეგიონებიდან კოლონების დაძვრას თბილისის მიმართულებით, რაც შემდგომში, “ვარდების რევოლუციის” საწინდარი გახდა. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...