,,ახლა შეეცდებიან ჩვენს გათიშვას, მოსყიდვას, ფულის შემოყრას და ყველაფერს, მაგრამ არცერთ ფულზე არ იცვლება ის, რაც შეიძლება მივიღოთ ჩვენი ერთიანობით” – მიხეილ სააკაშვილი

0
252

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე სიტყვით გამოსვლის დასასრულს მხარდამჭერებს მიმართა.

მან მოქალაქეებს ერთიანობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მშვიდობიანი, მძლავრი ნაბიჯებით, ქვეყანა ოლიგარქიული მმართველობისგან გათავისუფლდება და ხელახლა დადგება ოქროს ხანა.

“მე მინდა გითხრათ შემდეგი რამ, ახლა შეეცდებიან ჩვენს გათიშვას, მოსყიდვას, ფულის შემოყრას და ყველაფერს, მაგრამ არცერთ ფულზე არ იცვლება ის, რაც შეიძლება მივიღოთ ჩვენი ერთიანობით და ერთად ყოფნით ამ ზამთარში, ამ გაზაფხულზე.

ჩვენ ახლა გვჭირდება ერთიანობა, ვემზადებით გადამწყვეტი კვირისთვის, დღისთვის და თვისთვის, მაგრამ ვემზადებით. მეც ამაში თქვენი აქტიური თანამონაწილე ვარ, რაც არის ძალიან დიდი ისტორია ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა ყველა ადამიანის წინაშე, ვინც იბრძვის, ქედი მოვიხარო . არ ჩამოუშვათ ხელები, არათუ არ ჩამოუშვათ, უფრო მაგრად უნდა ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელები, აღვმართოთ და მშვიდობიანად, მძლავრად, შეტევითად, ეროვნული თანხმობის დროშით, საქართველოს გადასარჩენად!

საქართველო აუცილებლად იქნება თავისუფალი და ძლიერი, საქართველოს ვერ გადაუვლიან და ვერ გააუქმებენ. ვერ გაგვაუქმებენ, ვერ მოგვაკეტინებენ, ვერ გაგვაჩერებენ! დრაივიც გვაქვს, ვიცით საქმე როგორ ვაკეთოთ, ამ ოროსნებზე ნიჭიერებიც ვართ, ბევრიც გვიკეთებია ამათგან განსხვავებით. საქართველოში ხელახლა დადგება ოქროს ხანა, როგორც იყო ის 9 წელი და ბევრად უკეთესი. შეცდომები, რომელიც იყო, აღარ იქნება განმეორებული, მათ შორის ბუნების შეცდომა – ეს სასამართლო.

მე ვამთავრებ ჩემს გამოსვლას და ჩვენ ვიწყებთ ბრძოლის ახალ, ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვების ეტაპს, რომელიც მიგვიყვანს საქართველოს გათავისუფლებამდე, დეოლიგარქიზაციამდე და თავისუფლების დამკვიდრებამდე. თავისუფლება დღეს ჩვენი – ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

სიტყვის დასრულების შემდეგ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი დარბაზში მყოფმა მხარდამჭერებმა და თანაგუნდელებმა აპლიდისმენტებით გააცილეს.

წინა სტატიარას ნიშნავს მიხეილ სააკაშვილისთვის ეროვნული თანხმობა
შემდეგი სტატიალორდთა პალატაში მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის შესახებ იმსჯელეს.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური