ზუგდიდის მერის მოადგილედ მაიზერ ნანავა დაინიშნა

0
281

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ მაიზერ ნანავა დაინიშნა.

მაიზერ ნანავა სხვადასხვა წლებში განსხვავებულ თანამდებობებს იკავებდა.

2014-2016 წლებში იყო ზუგდიდის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, 2016 წელს კი – თავმჯდომარე.

2017-2018 წლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ მუშაობდა, 2019 წლის მაისიდან ასრულებდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობას.

2019 წლის სექტემბრიდან 2021 წლის მარტამდე იყო საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კოორდინატორი სამეგრელო-ზემო სვანეთში.

2010 წლიდან – დღემდე ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგია, ასწავლის ისტორიას.

წინა სტატიაქვორუმი ვერ შედგა – ზუგდიდის საკრებულო ისევ თავმჯდომარის გარეშე რჩება
შემდეგი სტატიაზუგდიდი-მესტიის გზაზე გაჩენილ ორმოებში ნაძვის ხეები ჩაამაგრეს – აქტივისტის პროტესტი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური