მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,სასამართლომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ არის "ქართული ოცნებისგან" მიღებული დავალებების ყურმოჭრილი შემსრულებელია''

,,სასამართლომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ არის “ქართული ოცნებისგან” მიღებული დავალებების ყურმოჭრილი შემსრულებელია”

Published on

რუსთავის მე-12-ე დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან მისი უფლებადამცველები, ბექა ბასილაია და დიმიტრი საძაგლიშვილი მივიდნენ.

ადვოკატები ამბობენ, რომ სააკაშვილთან იმ გადაწყვეტილებას განიხილავენ, რომელიც მოსამართლე ციცინო როხვაძემ მიიღო. საქმე ეხება მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებას, რის გამო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა იუსტიციის სამინისტროს ჯარიმა დააკისრა, სასამართლომ კი აღნიშნული გადაწყვეტილება გააუქმა.

ბექა ბასილაია აცხადებს, რომ ,,სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ ხელისუფლება ყველანაირ ბრძოლის მეთოდს გამოიყენებს. მისი  თქმით, სასამართლომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ არის “ქართული ოცნებისგან” მიღებული დავალებების ყურმოჭრილი შემსრულებელი. იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე გვევლინება სასამართლოს პირდაპირ მიმთითებელ პირად,  სასამართლოსა და “ქართულ ოცნებას” შორის შუამავლად. 

ამ გადაწყვეტილებით, ქართულმა სასამართლომ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებებს არ ექნება არანაირი დაცვა”, – ამბობს ბექა ბასილაია.

,,ეს იყო ცინიზმის მწვერვალი ხელისუფლების მხრიდან იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში კონკრეტულად მოსამართლე ციცინო როხვაძემ, როგორც რეპრესიული მანქანის ჭანჭიკმა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიხეილ სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაში სასამართლოც ჩართული ყოფილიყო, ციცინო როხვაძემ არც დამალა, რომ შეასრულა ხელისუფლების დაკვეთა”, – თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილს დღეს მისი თანაგუნდელი აკაკი მინაშვილიც მოინახულებს.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...