მთავარისიახლეებიქვორუმი ვერ შედგა - ზუგდიდის საკრებულო ისევ თავმჯდომარის გარეშე რჩება

ქვორუმი ვერ შედგა – ზუგდიდის საკრებულო ისევ თავმჯდომარის გარეშე რჩება

Published on

ზუგდიდის საკრებულოს სხდომა მეხუთედ ჩაიშალა და ვერც დღეს მოხერხდა საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა. სხდომაზე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” არც ერთი წევრი არ იყო წარმოდგენილი. სხდომას მხოლოდ 19 დეპუტატი ესწრებოდა და ქვორუმის არ არსებობის გამო ერთსაათიანი შესვენება გამოცხადდა, თუმცა ვერც ამის შემდეგ შედგა ქვორუმი. სხდომა 1 თვით ისევ გადაიდო, პარტია ,,საქართველოსთვის” დეპუტატის გიგა ფარულავას თქმით, სხდომის გადადება არ ემსახურება კრიზისის დაძლევას და ეს მხოლოდ დროის გაყვანის მცდელობაა. პარტია ,,საქართველოსთვის” წევრმა მალხაზ თორიამ სხდომაზე რამდენიმე დღის წინ მასსა და მის არასრულწლოვან შვილზე თავდასხმა გაიხსენა და ,,ქართული ოცნება” უმოქმედობაში დაადანაშაულა, რასაც მმართველი პარტიის წევრის ჯონი ჯიქიას მხრიდან შელაპარაკება მოჰყვა.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს წვერის ხათუნა შამუგიას თქმით, ისინი სხდომას პროტესტის ნიშნას არ ესწრებოდნენ
საკრებულოს სხდომები კიდევ რამდენიმე მუნიციპალიტეტში ვერ ტარდება. რაც შეეხება მანდატებს, ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ზუგდიდის საკრებულოში 22 დეპუტატი ჰყავს, ,,ქართულ ოცნებას” 20, ხოლო პარტია ,,საქართველოსთვის” 3 დეპუტატით არის წარმოდგენილი.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...