ივანიშვილმა ვერ გაბედა, პოლიტიკურ პატიმართა რიგებს ახალი პოლიტიკური პატიმრები შემატებოდა

0
260

“ბიძინა ივანიშვილმა ვერ გაბედა, პოლიტიკურ პატიმართა რიგებს ახალი პოლიტიკური პატიმრები შემატებოდა, რადგან ეს მისივე სტანდარტითაც კი მეტისმეტი იქნებოდა”, – ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას.

როგორც მელიამ აღნიშნა, ივანიშვილს სურდა, პოლიტიკური მართლმსაჯულების გამოყენებით ოპოზიცია დაესუსტებინა, თუმცა ამ ყველაფერმა საქმეში ბრალდებული მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი კიდევ უფრო მეტად გააძლიერა.

“სწორედ ეს გათვლა ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს, რომ სხვადასხვა საქმის აღძვრით ოპოზიციურ ველს პოლიტიკოსებისგან გამოშიგნავდა, მაგრამ პირიქით, თქვენ ნახეთ, რომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთო წერეთელი უფრო და უფრო შეუპოვრები ხდებოდნენ. თუმცა, პრობლემა რა თქმა უნდა, არსად არ წასულა. უდიდესია პრობლემა, რომელიც პოლიტიკურ მართლმსაჯულებას ეხება და ვიდრე პოლიტიკური მართლმსაჯულება, როგორც იარაღი, ხელში აქვს ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს ვერც ერთი მოქალაქე ვერ იგრძნობს თავს დაცულად”, – თქვა ნიკა მელიამ.

წინა სტატია,,სასამართლომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ არის “ქართული ოცნებისგან” მიღებული დავალებების ყურმოჭრილი შემსრულებელია”
შემდეგი სტატიაქვორუმი ვერ შედგა – ზუგდიდის საკრებულო ისევ თავმჯდომარის გარეშე რჩება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური