მთავარისიახლეებიპოლიტიკაწალენჯიხისა და სენაკის საკრებულოთა თავმჯდომარეები, უკვე მეოთხედ, ვერ აირჩიეს

წალენჯიხისა და სენაკის საკრებულოთა თავმჯდომარეები, უკვე მეოთხედ, ვერ აირჩიეს

Published on

წალენჯიხისა და სენაკის საკრებულოების სხდომები დღეს, 11 იანვარს ჩატარდა, მაგრამ თავმჯდომარეები ვერც წალენჯიხაში და ვერც სენაკში, უკვე მეოთხედ, ვერ აირჩიეს.

წალენჯიხაში სხდომა 20 იანვრამდე გადაიდო, ასევე, გადიდო სხდომა სენაკშიც.

ამ ორ მუნიციპალიტეტში საკრებულოების თავმჯდომარეების ვერარჩევის მიზეზი ისაა, რომ მმართველ პარტიას უმრავლესობა არ აქვს, ხოლო ოპოზიციური პარტიები, პირველ რიგში კი “ნაციონალური მოძრაობა” და “გახარია საქართველოსთვის” ერთობლივ კანდიდატზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

ამავდროულად, წალენჯიხაში მცხოვრებთა ნაწილი, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის მესამე უშედეგო მცდელობის შემდეგ ამბობდა, რომ საკრებულოს შენობის შესასვლელთან “სირცხვილის დერეფანს” მოუწყობდნენ საკრებულოს იმ წევრებს, რომლებიც კანდიდატზე ვერ თანხმდებიან და ამომრჩეველთა ინტერესებს უგულებელჰყოფენ, თუმცა, დღეს აქცია არ გამართულა.

რაც შეეხება სენაკს, შეგახსენებთ, რომ საკრებულოში სულ წევრია, მათ შორის “ქართული ოცნებიდან” 16 დეპუტატი, 13 ნაციონალური მოძრაობიდან, ხოლო 4-ს კი პარტია “საქართველოსთვის” მანდატი აქვს.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...