მთავარისიახლეებიპოლიტიკაწალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე მეოთხე მცდელობითაც ვერ აირჩიეს

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე მეოთხე მცდელობითაც ვერ აირჩიეს

Published on

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულო დღეს მეოთხედ შეიკრიბა, თუმცა ამჯერადაც ვერ შეძლო საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეების და კომისიების ხელმძღვანელი პირების არჩევა. სხდომას 27 დეპუტატიდან 25 ესწრებოდა, თუმცა თანამდებობების გადანაწილებაზე დეპუტატები ვერ შეთანხმდნენ და კენჭისყრა არ შედგა.

საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე პარტია “საქართველოსთვის” წევრმა გონერ კვარაცხელიამ მისი თანაპარტიელის კორნელი სალიას კანდიდატურა დაასახელა და საკრებულოს წევრებს შესთავაზა მისი მხარდაჭერის შემთხევვაში სხვა თანამდებობები პროპორციულად გადანაწილებულიყო „ქართულ ოცნებასა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. ეს ორი პარტია წალენჯიხის საკრებულოში 11-11 მანდატს ფლობს.

ამ პერიპეტიების აქტორი პარტიების წევრები რადიო ,,თავისუფლების” ჟურნალისტს ესაუბრნენ.

ჩვენი მოდელია საკრებულო დაკომპლექტდეს და ყველა პარტია იყოს წარმოდგენილი, თანამდებობები გადანაწილდეს ყველა პარტიაზე, მიღებული მანდატის პროპორციულად. 27 მანდატია და 9 თანამდებობა – პროპორციულად სამ დეპუტატზე მოდის ერთი თანამდებობა, აქედან გამომდინარე ამ ვარიანტში “ლელო” არ ჩაჯდა…”ნაციონალური მოძრაობიდან” იქნება თავმჯდომარის პირველი მოადგილე, რადგან მათთვის სხვა მოადგილე მიუღებელია. ჩვენს ვარიანტში სადაც 4/4 ზე იყო, 4 თანამდებობა “ოცნებას” რჩებოდა”.   პარტია “საქართველოსთვის” არ არის წინააღმდეგი თანამდებობა ჰქონდეს საკრებულოში “ლელოს” ერთადერთ წევრს გიორგი დარსალიას და მზად არიან მის მიერ შეთავაზებული განსხვავებული წინადადებაც განიხილონ.- განაცხადა გონერ კვარაცხელიამ.

საკრებულოში კრიზისის დასაძლევად “ლელო” დეპუტატებს სთავაზობს 9 თანამდებობიდან 6 დაიკავოს ოპოზიციის წარმომადგენელმა, 3 კი “ქართული ოცნების” წევრებმა. მათ შორის სამივე პარტიის: ენმ-ს, “ქართული ოცნების” და “ლელოს” წარმომადგენელი იყოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე. “ლელო” არ არის წინააღმდეგი საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავოს “საქართველოსთვის” წევრმა:

“ასევე მოცემული პარტიებიდან სამივე პარტიას ჰქონდეს საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაც, კომისიებიდან სამის თავმჯდომარე “ნაციონალური მოძრაობიდან” და 2-ის კი “ქართული ოცნების” წევრი, რაც ჩემი აზრით დაბალანსებულია. საკრებულო უნდა იყოს ოპოზიციურ ღერძზე აწყობილი”,- განაცხადა გიორგი დარსალიამ.

“ლელოს” ეს წინადადება მისაღებია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის”.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელ თემურ ქარდავას განცხადებით, მათთვის მიუღებელია პარტია “საქართველოსთვის” შეთავაზება:

“იმ მოდელს, რომელსაც გახარიას პარტიამ („საქართველოსთვის“) შემოგვათავაზა – 4/4+1 კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი ფრაქციისთვის, ამიტომ ჩვენ კატეგორიული უარი განვაცხადეთ ამ მოდელზე, ახალი ფორმულა შემოიტანა “ლელომ”, რაზეც უნდა ვისჯელოთ. განვიხილავთ პარტიაში და ალბათ მომდევნო საკრებულოს სხდომისთვის გადაწყვეტილებას მივიღებთ”, თქვა ენმ-ის წევრმა თემურ ქარდავამ.

მისივე თქმით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” კატეგორიულად მიუღებელია “ქართულ ოცნებას” თანამდებობები ჰქონდეს საკრებულოში.

თავის მხრივ “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ საკრებულოში არსებული კრიზისი იმითაა გამოწვეული, რომ ოპოზიციაში თანამდებობების ვერ იყოფენ. როგორც მმართველი პარტიის წევრმა დავით ბელქანიამ განაცხადა, ამ კრიზისის დაძლევის მიზნით მზად არიან შეთავაზებულ წინადადებებზე იმსჯელონ:

თანამდებობები უნდათ, ვერ იყოფენ თანამდებობებს და გვეუბნებიან უმრავლესობაში ვართო. ჩვენ დავახმარებით, ვასწავლით ბიუჯეტის ხარჯვას, როგორ უნდა. წალენჯიხისთვის სასიკეთოდ ჩვენ ყველაფერში დავეხმარებით, ოღონდ ამათმა რამე გააკეთონ. განვიხილავთ, მათ შემოთავაზებულ წინადადებებს”,- განაცხადა დავით ბელქანიამ.

სხდომა 20 იანვრამდე გადაიდო.

სიახლეები

ხობში ცეცხლსასროლი იარაღით 2 ადამიანი დაჭრეს

ხობში ცეცხლსასროლი იარაღით 2 ადამიანი დაჭრეს. "ფორმულას" ინფორმაციით, ერთი დაჭრილი გიორგი ქორთუაა, მეორე კი...

გახარიას პარტიის კიდევ ერთი ლიდერი, ბექა ლილუაშვილი პოლიტიკიდან წავიდა

"გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ბექა ლილუაშვილი პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. ლილუიაშვილი...

ტრამპი ვენესუელაზე მეორე დარტყმას არ გამორიცხავს

ვენესუელაზე მეორე სამხედრო დარტყმა შესაძლებელია, თუ ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ ხელისუფლების დარჩენილი წევრები ვაშინგტონთან...

ტრამპის თქმით არ სჯერა, რომ უკრაინამ პუტინის რეზიდენციაზე იერიში მიიტანა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ არ სჯერა გასულ დღეებში რუსეთის მიერ გავრცელებული ცნობა,...