პროკურორი ტყეშელაშვილი: დარწმუნებული ვარ, ხვალ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს

0
282

,,ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხვალ სასამართლო გამოიტანს ერთადერთ სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას გამამტყუნებელი განაჩენის სახით. ამბობს ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი

მისი  თქმით, მტკიცებულებებს საბანკო გადარიცხვები და ბანკის თანამშრომლების ჩვენებები წარმოადგენს.

,,არა ერთი პირდაპირი მტკიცებულებაა წარმოდგენილი. მათ შორის არის მოწმეთა ჩვენებები. მოწმეთა ჩვენებებში იგულისხმება ბანკის თანამშრომლების ჩვენებები. ასევე, ეროვნული ბანკის შემოწმების, აუდიტის წარმომადგენლების ჩვენებები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის წარმომადგენლების ჩვენებები, საბანკო გადარიცხვები, დოკუმენტური მტკიცებულებები  და ერთობლიობაში ყველა ეს მტკიცებულება აღებუოლი უტყუარად ადასტუირებს, რომ სახეზეა ჩადენილი დანაშაული,”- თქვა პროკურორმა. 

ბრალდების მხარის განმარტებით, საქმეში დაზარალებული მხარე ბანკია.

ამ შემთხვევაში ზიანი მიადგა ბანკს, ვინაიდან აღნიშნული თანხები თაღლითურად მიისაკუთრეს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ავთანდილ წერეთლის მონაწილეობით. დაზარალებული ჰყავს საქმეს, დაზარალებულია ბანკი, – განაცხადა პროკურორმა. 

წინა სტატიახაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე გადაწყვეტილება 12 იანვარს გამოცხადდება
შემდეგი სტატიანიკა მელია: ,,ეს ოპოზიციის გამორჩეული ლიდერების უსინდისო და თავზეხელაღებული პოლიტიკური დევნაა !”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური