პრეზიდენტი სააკაშვილი: “აბა გამოიცანით, “ყველაზე ჭკვიანებმა”, რისთვის ვარ დატყვევებული ციხეში?”

0
224
“აბა გამოიცანით, “ყველაზე ჭკვიანებმა”, რისთვის ვარ დატყვევებული ციხეში?” – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ბუქარესტის ფორმულირება იმის თაობაზე, რომ “საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები”, ინტენსიური ბრძოლით ჩვენ, პოლონელებმა და ლიეტუველებმა, ამერიკელების დახმარებით გამოვგლიჯეთ გერმანელებსა და ფრანგებს. სწორედ ამ ფორმულირების გაუქმებას ცდილობს ახლა რუსეთი.

2009-ში მე პუტინისგან 3 მეტრში ვიჯექი, როცა ამ გადაწყვეტილების ყველა ავტორს დაგვემუქრა. აბა გამოიცანით, “ყველაზე ჭკვიანებმა”, რისთვის ვარ დატყვევებული ციხეში?
ა) 4 პიჯაკის ყიდვის გამო,
ბ) ამნისტიის გამო,
გ) ვენოკების და იუშჩენკოს აბანოში მომსახურების გამო,
დ) ბუქარესტის ფორმულირების გამო და იმის გამო, რომ 2008-ში ქვეყანა არ ჩავაბარეთ რუსეთს”, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

წინა სტატიამსოფლიოში პირველად 57 წლის კაცს გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის გული გადაუნერგეს.
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე: ” ხვალ სასამართლოში არ მივალთ. ჩვენს თანაგუნდელებთან ერთად ამ განაჩენს პარტიის ოფისში მოვისმენთ”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური