ნიკა მელია: ,,ეს ოპოზიციის გამორჩეული ლიდერების უსინდისო და თავზეხელაღებული პოლიტიკური დევნაა !”

0
268

“ის, რაც მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ “სასამართლო პროცესზე” ხდება, უსინდისო და თავზეხელაღებული პოლიტიკური დევნაა ოპოზიციის გამორჩეული ლიდერების!

ეს ადამიანები ახლოს სულ ცოტა ხნის წინ გავიცანი, მაგრამ ეს პერიოდიც საკმარისია, რომ ვხედავდე – ზეწოლით, დაჭერის შანტაჟით მათი დაშინება შეუძლებელია! მათ სწამთ თავის საქმის და თავის პოლიტიკური ხედვის.

ბოლო არჩევნებზე ჩვენ ერთ კოალიციად გამოვედით თბილისში, იმიტომ, რომ მეც და მათაც გვჯეროდა და ახლაც გვჯერა – რეჟიმის დამარცხების გასაღები მრავალფეროვან ერთობაშია!

ახლაც ასე მჯერა – ლელო აუცილებლად განვითარდება და გაძლიერდება, რაც არ უნდა მოიმოქმედოს ივანიშვილმა და აუცილებლად იქნება ძლიერი პროდასავლური სპექტრის ძალიან ღირსეული წევრი!

პირადად მამუკას და ბადრის კი ჩემი მეგობრული თანადგომა!

პს. ცალკე ვიტყვი ავთო წერეთელზე. ურთულესი და სარისკოა დღეს თავისუფალი და კრიტიკული მედიის დაცვა და ხელშეწყობა – მადლობა მას, რომ პირადი რისკის ფასად ამას აკეთებს!“ – წერს ნიკა მელია

წინა სტატიაპროკურორი ტყეშელაშვილი: დარწმუნებული ვარ, ხვალ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს
შემდეგი სტატიაპენსიებისა და ხელფასების მინიმალური რაოდენობის ზრდა შესაძლებელია და გადაუდებელი – როგორია მიხეილ სააკაშვილის ხედვა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური