მთავარისიახლეებიმსოფლიომსოფლიოში პირველად 57 წლის კაცს გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის გული გადაუნერგეს.

მსოფლიოში პირველად 57 წლის კაცს გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის გული გადაუნერგეს.

Published on

აშშ-ში მსოფლიოში პირველად 57 წლის კაცს გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის გული გადაუნერგეს. ის ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს.

პაციენტს ექსპერიმენტული პროცედურა სამი დღის წინ ჩაუტარეს მერილენდის სამედიცინო ცენტრში. ცენტრის ექიმებმა სამედიცინო მარეგულირებლისგან პროცედურის ჩატარების საგანგებო ნებართვა მიიღეს, რადგან დევიდ ბენეტის გადარჩენის სხვა შანსი არ არსებობდა, რადგან გულის გადანერგვის ოპერაციისთვის შეუფერებლად იყო მიჩნეული და შესაბამისად  სიკვდილისთვის იყო განწირული.    ოპერაციას 7 საათი დასჭირდა. ამ დროისათვის პაციენტის  მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,მაგრამ ნათელი არ არის როგორ შეიცვლება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გრძელვადიან პერსპექტივაში 

თუ ყველაფერი კარგად დამთავრდა  ეს ოპერაცია ერთი ნაბიჯით აახლოებს სამყაროს ორგანოების ნაკლებობის კრიზისის გადაჭრასთან. სტატისტიკურად აშშ-ში ორგანოს გადანერგვის მოლოდინში 17 ადამიანი იღუპება.

ადამიანებისთვის ცხოველების ორგანოების გადანერგვის შესაძლებობას მეცნიერები დიდი ხანია განიხილავენ. ღორის გულს სარქველების ადამიანებისთვის გამოყენება მედიცინაში ნაცადი პრაქტიკაა, მაგრამ მთელი გულისგადანერგვა ჯერ არ განხორციელებულა .

“ადამიანისთვის ეს არასოდეს გაგვიკეთებია, მაგრამ მინდა ვიფიქრო, რომ უბრალოდ მკურნალობის გაგრძელებაზე უკეთესი ალტერნატივა შევთავაზეთ. მაგრამ ერთი დღე იცოცხლებს, ერთი კვირა, ერთი თვე თუ წელი, ეს არ ვიცი” – თქვა ქირუგრმა ბარტლი გრიფიტმა.

2021 წლის ოქტომბერში ამერიკელმა ქირურგებმა  კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში მყოფ პაციენტს  გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის თირკმელი წარმატებით გადაუნერგეს, FDA-მ ასეთი ღორის ხორცის მიღება დაამტკიცა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ხორცზე ალერგია აქვს. 

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...