მთავარიUncategorizedმამუკა ხაზარაძე: " ხვალ სასამართლოში არ მივალთ. ჩვენს თანაგუნდელებთან ერთად ამ...

მამუკა ხაზარაძე: ” ხვალ სასამართლოში არ მივალთ. ჩვენს თანაგუნდელებთან ერთად ამ განაჩენს პარტიის ოფისში მოვისმენთ”

Published on

“თიბისი” ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე განაჩენის მოსასმენად საქალაქო სასამართლოში არ მივა. ამის შესახებ მან გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა. 

“ლელოს” ლიდერის თქმით, თუკი ქვეყანაში იოტისოდენა სამართალი და კანონი არსებობს, ხვალ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე გამამტყუენებლი განაჩენი არ უნდა დადგეს.

ჩვენ ხვალ სასამართლოზე არ გამოვცხადდებით,იმიტომ, რომ მე ჩემს თანაგუნდელებთან ერთად მოვისმენ ამ განაჩენს პარტიის ოფისში და დავემორჩილები. მე არ მინდა იქ, სასამართლოს წინ უამრავი ხალხის შეკრება. თუ რამ არსებობს ამ ქვეყანაში იოტისოდენა სამართალი, კანონი, ნამუსი და ა.შ., რა თქმა უნდა, მე არ ველოდები გამამტყუნებელ განაჩენს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ სამართლიან ქვეყანაში, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ერთი ადამიანი მართავს ყველაფერს, მე დარწმუნებული ვარ დღეს უკვე მესიჯბოქსზე მუშაობენ, რომ ხვალ რა უნდა თქვან, არაფერს არ გამოვრიცხავ, – თქვა ხაზარაძემ. 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...