მთავარისიახლეებიპოლიტიკახაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე გადაწყვეტილება 12 იანვარს გამოცხადდება

ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე გადაწყვეტილება 12 იანვარს გამოცხადდება

Published on

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოშ ცოტა ხნის წინ დასრულდა. პროცესზე ბრალდებულებმა სასამართლოს ბოლო სიტყვით მიმართეს. მოსამართლე გიორგი არევაძე განაჩენს ხვალ 11:00 გამოაცხადებს. 

ბრალდებულები დანაშაულის ჩადენას არ აღიარებენ და ამტკიცებენ, რომ საქმე მათ წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულია, რადგან სწორედ იმ პერიოდში აღიძრა, როდესაც ისინი ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში ჩაერთნენ. ხაზარაძე-ჯაფარიძე, ასევე, უარყოფენ პროკურატურის მტკიცებას, რომ საქმეს დაზარალებული ჰყავს ბანკის სახით.

11 იანვრის სხდომაზე ბრალდების მხარემ რეპლიკის, ბრალდებულებმა კი საბოლოო სიტყვით ისარგებლეს.

ლელოს” ლიდერი და თიბისი ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა “ფულის გათეთრების” საქმის პოლიტიზირება. სხდომის დასრულების შემდეგ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ 2008 წელს ფორსმაჟორულ ვითარებაში  განხორციელებული ტრანზაქციებით თიბისი ბანკის დამფუძნებლები თავად დაზარალდნენ და ქონების 2/3 დაკარგეს.

ძნელია ასეთი სიურცხვის მოსმენა, მე მგონია, რომ ყველასთვის ნათელია, რომ ეს არის გამორჩეული პოლიტიკური შინაარსით დევნა, ეს დევნა ამ ეტაპზე გულისმხობს სასამართლო სხდომას. ველოდებით ხვალ მოსამართლის გადაწყვეტილებას, იმდენად ყველაფერი ნათელია, რომ თუ ვინმე დაზარალდა ფორსმაჟორული ვითარების გამო 2008 წელს და რომლის პროგნოზირება შეუძლებელი იყო, ვართ ჩვენ ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ქონების 2/3. შესაბამისად პროკურატურა იმის გამო, რომ ეს დავალება ჰქონდათ მიცემული, რომ ჩვენი რეპუტაცია შეელახათ, ამტკიცებს, რომ თითქოს ჩვენ რაღაც სარგებელი მივიღეთ. არავისთვის არ ყოფილა ეს ტრანზაქცია დამალული. სამწუხაროდ 3 წელიწადნახევრის წინ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ჩვენთვის მიეყენებინათ მაქსიმალური ზიანი. ეს იყო დამამცირებელი პროცესი, დაყადაღებული ანგარიშები, ყველა გასვლაზე პროკურორისგან ნებართვის აღება.მაგრამ ჩვენ ამ პროცესმა გაგვაძლიერა რწმენაში, რომ ესეთი დევნა უნდა შეწყდეს, რომ ქვეყანას გაუჩნდეს მომავალი”, – ამბობს ბადრი ჯაფარიძემ. 

დღეს მთავარი პროკურორიც, შს მინისტრიც და სუსის ხელმძღვანელიც ბიძინაა, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანას რუსული ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება ჰყავს, რომელიც მშვიდობიანი გზით აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

მე ძალიან მკაფიოდ ვთქვი ჩემს დასკვნით სიტყვაში, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. ეს არის დევნა იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში არტ განხორციელდეს ისეთი პროექტები, რომლებიც ეწინააღმდეგება რუსულ ინტერესს. თუ გეო-პოლიტიკას გადახედავთ და გადახედავთ რაც ხდება ყაზახეთში, რაც მოხდა სომხეთ-აზერბაიჯანში, უკრაინაში და ა.შ. ბუნებრივია, რომ ანაკლიის პროექტი იყო საკმაოდ დიდი პრობლემა ხელისუფლების. ეს არ არის ეროვნული ხელისუფლება, სამწუხაროდ, ეს არის ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსულ ინტერესებს, ამიტომ ჩვენყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მშვიდობიანად შევცვალოთ ხელისუფლება. დღეს მთავარი პროკურორი არის ბიძინა, მთავარი მოსამართლე არის ბიძნა, შსს მინისტრი არის ბიძინა და სუს-ის ხელმძღვანელი არის ბიძინა, აი, ეს არის დღეს რეალობა. ასე ქვეყანა ვერ განვითარდება, – განაცხადა ხაზარაძემ. 

 

 

სიახლეები

TI-ვახო სანაია ისჯება ივანიშვილისა და „ოცნების“ რეჟიმის მხილების გამო! “

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სოლიდარობას უცხადებს „ტვ ფორმულას“ წამყვანსა და ჟურნალისტს, ვახო სანაიას. "ვახო სანაია...

ტელეწამყვანი ვახო სანაია დააკავეს

ტელეწამყვანი ვახო სანაია დააკავეს  სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პოლიციელების მისვლას ის საცხოვრებელ სახლთან ოჯახის წევრებთან,...

2025 წელს საქართველო 31 ათასზე მეტმა ახალგაზრდამ და 11 ათასზე მეტმა ბავშვმა დატოვა – საქსტატი

საქართველოდან ახალგაზრდების ემიგრაციის მასშტაბი კვლავ მაღალია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს ქვეყანა 20-დან...

ვახო სანაიას Facebook-ზე დაწერილი სტატუსის გამო 30 დღით პატიმრობა შეუფარდეს

Facebook-ზე დაწერილი სტატუსის გამო, ჟურნალიტ ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე...