აშშ ელჩი: ,,არ დავთმობთ ევროპულ უსაფრთხოებას, საქართველოს დევიზი ჩვენი დევიზია: “ძალა ერთობაშია!”

0
333
აშშ ელჩი: არ დავთმობთ ევროპულ უსაფრთხოებას, საქართველოს დევიზი ჩვენი დევიზია: “ძალა ერთობაშია!”

კელი დეგნანი კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე, რომელიც არამარტო თვითონ შეერთებული შტატების მიმართაა, არამედ მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების, მათ შორის საქართველო მიმართ. 

“თქვენ ყოველდღიურად განიცდით რუსულ აგრესიას რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის და დეზინფორმაციის მუდმივი შემოტევის სახით. რუსეთი წლების განმავლობაში ცდილობს, დაყოს შეერთებული შტატები და ჩვენი ევროპელი მოკავშირეები და პარტნიორები, მათ შორის საქართველო. ეს კი, უბრალოდ, ბოლოდროინდელი მცდელობაა. ჩვენ ამას არ დავუშვებთ”, – აცხადებს კელი დეგნანი.ვიდეო მიმართვაში 

მისი თქმით, კრემლს სხვა არაფრის შეთავაზება არ შეუძლია, გარდა შიშის, ჩაგვრისა და დეზინფორმაციისა.

“ეს არ არის ის ღირებულებები, რაზეც საქართველო და შეერთებული შტატები დგას. შეერთებულ შტატებს კვლავაც სჯერა ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის. შეერთებულ შტატებს კვლავაც სჯერა ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, რათა ეს რეალობად იქცეს.

ჩვენ მზად ვართ, შევხვდეთ რუსეთს კონფლიქტის თავიდან აცილებისა და დეესკალაციის მიზნით. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია და არ ვაპირებთ, დავთმოთ ევროპული უსაფრთხოება, სუვერენიტეტი თუ თავისუფლება. საქართველოს დევიზი ჩვენი დევიზია: “ძალა ერთობაშია!”

 

 

წინა სტატიამიხეილ სააკაშვილი: ყველა პოლიტიკური კუნთი უნდა ძლიერდებოდეს გადამწყვეტი დარტყმებისთვის კორუფციასა და ოლიგარქატზე
შემდეგი სტატიააშშ-მა მოკავშირეებს სოლიდარობა დაუდასტურა რუსეთის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური