სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლენილი “ომიკრონით” ინფიცირება ზუგდიდს უკავშირდება

0
445

“ომიკრონის” შემთხვევები, რომლებიც სამეგრელო-ზემო-სვანეთის რეგიონშია გამოვლენილი, ზუგდიდს უკავშირდება, კერძოდ, გამოვლენილია ერთი შემთხვევა, ხოლო 7 კონტაქტი გამოკვლეულია და თვითიზოლაციაში იმყოფება –

ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საეჭვო შემთხვევების შესახებ ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ტესტების პასუხები მოვიდა და გაირკვა, რომ “ომიკრონის” პირველი შემთხვევა სწორედ ზუგდიდშია დაფისქსირებული.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების ინფორმაციით, ამ დროისთვის რეგიონში დადასტურებულია 8 შემთხვევა, ყველა მათგანი ზუგდიდს უკავშირდება.

“მოძიებულია მათი კონტაქტები, როგორც ირკვევა არ ჰქონდათ ბევრ პირთან შეხება, სულ 8 პირი გამოვლინდა და ისინი უკვე იმყოფებიან თვითიზოლაციაში”, – ამბობენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილებაში.

ამავე სტრუქტურის ცნობით, იკვლევენ კიდევ რამდენიმე საეჭვო შემთხვევას, რომელთა შესახებაც პასუხები ჯერ არის მიღებული.

წინა სტატიაჩვენ მზად ვართ, ვუპასუხოთ გადამწყვეტად, თუ რუსეთი იმოქმედებს – სენატორი შაჰინი
შემდეგი სტატია13 იანვრიდან ამინდი გაუარესდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური