გარდაიცვალა პოეტი რეზო ამაშუკელი

0
242

85 წლის ასაკში გარდაიცვალა პოეტი რეზო ამაშუკელი.

რეზო ამაშუკელმა 1960 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი ლექსები და პოემები იბეჭდება 1957 წლიდან.

პოემისთვის „ძახილი“ 1968 წელს მიენიჭა საქართველოს კომკავშირის პრემია. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი (1986), 1988-1989 წლებში – შოთა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თბილისის საპატიო მოქალაქე (2003).

1996 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. მინიჭებული ჰქონდა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია (1982).

წინა სტატია13 იანვრიდან ამინდი გაუარესდება
შემდეგი სტატიაცვლილებები ნაციონალურ მოძრაობაში – ვინ რა თანამდებობას დაიკავებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური