ფრიდომ ჰაუსი:  საქართველოში დემოკრატიის ინდექსი გაუარესდა

0
323

ავტორიტეტული უფლებადამცველი ორგანიზაციის “ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშის მიხედვით,  საქართველოში დემოკრატიის ინდექსი გაუარესდა. “ფრიდომ ჰაუსი” საქართველოს გარდამავალი ან ჰიბრიდული რეჟიმის კატეგორიას ანიჭებს. 

ორგანიზაციის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოს 100-დან 38 ქულა ჰქონდა, წელს კი ეს მაჩვენებელი 36-ს შეადგენს.

ამის გამო ფრიდომ ჰაუსი საქართველოს გარდამავალი ან ჰიბრიდული რეჟიმის კატეგორიას ანიჭებს. 

დემოკრატიის პროცენტი 36.31 (უმაღლესი ქულა 100)
დემოკრატიის ქულა 3.18 (უმაღლესი ქულა 7)

ანგარიშის მიხედვით, გაუარესებულია მედიის დამოუკიდებლობის მაჩვენებელი ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით ქულა 3.75-დან 3.50-მდე დაეცა. აღნიშბულია, რომ ქვეყანაში კიბერუსაფრთხოება დაცული არ არის.

წინა სტატიაბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 28  ადამიანი
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის პატიმრობის მე-100 დღეა – რუსთავის ციხესთან აქციაა დაანონსებული
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური