UNESCO-მ ლექსო ლაშქარავა 2021 წელს მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა

0
293

UNESCO-მ “ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორი 2021 წელს მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა.  მონაცემები ორგანიზაციის ვებგვერდზ ეგამოქვეყნდა. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ლაშქარავამ დაზიანებები 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს მიიღო.

ალექსანდრე ლაშქარავა მუშაობდა “ტვ პირველზე” და ის იყო მედიის 50 წარმომადგენელს შორის, რომლებმაც სერიოზული დაზიანებები მიიღეს 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს, როცა ლგბტქ აქტივისტებს თავს დაესხნენ თბილისში. ის 11 ივლისს სახლში გარდაიცვალა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, რომ ლექსო ლაშქარავა 5 ივლისუის მოვლენების დროს ჰომოფობიური და რადიკალური  ჯგუფების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა. მან მძიმე დაზიანებები მიიღო. თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისს ლაშქარავა საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა.

UNESCO-ს მონაცემების მიხედვით, 2021 წელს მსოლფიოში 55 ჟურნალისტი მოკლეს, ხოლო 1993 წლიდან მოკლულ ჟურნალისტთა რაოდენობა 1490-ს შეადგენს.

წინა სტატიაკოვიდსტატისტიკა ბოლო 24 საათში
შემდეგი სტატია  ყაზახეთის პრეზიდენტმა დემონსტრანტებისათვის გაფრთხილების გარეშე ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური