მეუფე ნიკოლოზმა მესამე პრეზიდენტს დღესასწაული  მიულოცა და საშობაო ნობათი მიუტანა 

0
234

მეუფე ნიკოლოზმა რუსთავის მე-12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა. მან მესამე პრეზიდენტს დღესასწაული  მიულოცა და საშობაო ნობათი მიუტანა. 

მეუფე ნიკოლოზი იყო დღეს ერთადერთი პირი, ვინც საპყრობილეში შეუშვეს, რადგან შობის დღესასწაულზე  პენიტენციური დაწესებულება ისვენებს. 

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპისკოპოსი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი კარგად გამოიყურებოდა, თუმცა გამხდარია და ფერმკრთალი.

ჩემი შეფასება არ არის სანდო, რადგან არ ვარ ექიმი. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, რომ ადეკვატურად გამოიყურება. აბსოლუტურად ადეკვატურია.

წინა შეხვედრებზე მთხოვდა, რომ რაღაც მისი წერილი გამომეტანა. ახლა არაფერი ამის მსგავსი. ჩვენი საუბრის თემა არსობრივადაც და დროის მიხედვითაც შობას შეეხებოდა. რა თქმა უნდა, მისი სიხარული დიდი იყო. პატიმრობა ადამიანს ფიზიკურ დაღსაც ასვამს, თავისი ფეხით მოვიდა, განსაკუთრებულუ არაფერი მომეჩვენა, ფერმკრთალია და ცოტა გამხდარი. ვისარგებლე უფლებით და მოვინახულე და გავახარე ასევე, საშობაო ნობათი მივუტანე – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

წინა სტატიააშშ – ს აქვს კითხვები, რით ხსნის ყაზახეთის მთავრობა უცხოელი ჯარების გადასხმას თავის მიწაზე.
შემდეგი სტატიაბათუმში, ზღვაში ხიდიდან გადავარდნილ მამაკაცს ეძებენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური