გენერალი გიგი კალანდაძე თავისუფალია  – გერმანიის სასამართლო მურუსიძის კანტორა არავის ეგონოს

0
295

გენერალი გიგი კალანდაძე თავისუფალია.

საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე ბერლინში 19 დეკემბერს დააკავეს. 

 დაკავებიდან მეორე დღეს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, გენერალური პროკურატურა გერმანულ მხარეს გიგი კალანდაძის საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით მიმართავს.

საგამოძიებო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ კალანდაძე  2015 წლიდან არის მიცემული  პასუხისგებაში ,,თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის და წამებისთვის, რაც მიზნად ელბერტ კობერიძი-სგან ტერორისტული აქტის აღიარებას ისახავდა”

მაგრამ საქართველოში მას ეს ბრალი ვერ დაუმტკიცეს. იგი უკრაინაში წავიდა საცხოვრებლად და სამუშაოდ. მას შემდეგ კალანდაძე საქართველოში არ ყოფილა. ის უკრაინის მოქალაქეა.

საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსის გიგი კალანდაძის დაკავებას მაშინვე მოყვა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მისი გათავისუფლების მოთხოვნით ამ საქმეში უკრაინელი კონსულები ჩაერთნენ.

,, სირცხვილია, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორედ რუსეთის მთავარ მტრებს უქმნის პრობლემებს, –  წერდა საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  წერილში, რომელითაც იგი გენერალ კალანდაძის ექსტრადიციის მოთხოვნას გამოეხმაურა  .

“საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით, ბერლინში დააკავეს საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე. ის არის 2008 წლის ომის გმირი. მაშინ მე-4 ბრიგადის ჯგუფმა, რომელსაც ის მეთაურობდა, შეაჩერა რუსეთის ტანკების მოწინავე დამრტყმელი ძალა და ამ ბრძოლის დროს მძიმედ დაიჭრა რუსეთის 58-ე არმიის მეთაური გენერალი ხრულოვი.

უკრაინაში ომის დაწყებისთანავე გიგი აქტიურად ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში. მას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს გაღებული მტრის შეტევის შეჩერებაში აღმოსავლეთის ფრონტზე. სწორედ ამის მერე საქმეც აღიძრა. რამდენადაც ვიცი, გენერალი კალანდაძე უკრაინის მოქალაქეა და ასევე, მას უკავია თანამდებობა უკრაინის ეროვნულ გვარდიაში.

სირცხვილია, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორედ რუსეთის მთავარ მტრებს უქმნის პრობლემებს მსოფლიოს მასშტაბით. დარწმუნებული ვარ, გერმანიის პროკურატურა და სასამართლო სწრაფად გაერკვევიან დაკავების მოთხოვნის დაუსაბუთებლობაში და გიგი ძალიან სწრაფად გათავისუფლდება და მას ბოდიშსაც მოუხდიან. გერმანიის სასამართლო მურუსიძის კანტორა არავის ეგონოს. უბრალოდ, საქართველოს ხელისუფლება მორიგ ჯერზე იჭრის თავს!”, – წერდა სააკაშვილი წერილში.

 

.

წინა სტატია11 იანვრამდე შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი
შემდეგი სტატიაჩვენ ერთმანეთი უნდა ვიპოვოთ – ნიკა მელია შობის წირვას ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში დაესწრო.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური