ჩვენ ერთმანეთი უნდა ვიპოვოთ – ნიკა მელია შობის წირვას ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში დაესწრო.

0
270

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელია ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში შობის წირვას დაესწრო.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა :

“საქართველო ნამდვილად იმსახურებს ბედნიერებას და  ძალიან მიხარია, რომ სწორედ სამეგრელოს გულიდან მეძლევა შესაძლებლობა, მივულოცო შობის დღესასწაული მთელს საქართველოს.

მიმაჩნია რომ 2022 წელი უნდა იყოს ერთმანეთთან მისასვლელი გზების ძებნის წელიწადი. ჩვენ ერთმანეთი უნდა ვიპოვოთ.

რაც არ უნდა დაპირისპირებულები ვიყოთ ერთმანეთთან, მოგვიწევს ამ ქვეყანაში ცხოვრება. ამიტომ, მინდა ვუსურვო მთელს ქვეყანას, განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა, ბედნიერება, წარმატება, სიყვარული და უნარი თანაცხოვრებისა.” განაცხადა ნიკა მელიამ.

წინა სტატიაგენერალი გიგი კალანდაძე თავისუფალია  – გერმანიის სასამართლო მურუსიძის კანტორა არავის ეგონოს
შემდეგი სტატიაკოვიდსტატისტიკა ბოლო 24 საათში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური