მთავარისიახლეებიმსოფლიოNATO მხარს უჭერს უკრაინასა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე

NATO მხარს უჭერს უკრაინასა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე

Published on

 NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა  დღეს, 7 იანვარს შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ვირტუალურ ფორმატში ჩატარდა.

რუსეთის აგრესიული ქმედებები სერიოზულად ძირს უთხრის უსაფრთხოების წესრიგს ევროპაში. მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებისა, მრავალი კვირის განმავლობაში, რუსეთს არ გადაუდგამს ნაბიჯები დეესკალაციისთვის.–განაცხადა   ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ~პრესკონფერენციაზე.

“ჩვენ ერთგული ვრჩებით ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების. როცა ვსაუბრობთ უკრაინასა და საქართველოზე, ჩვენ ამ ქვეყნებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარს ვუჭერთ და ვეხმარებით რეფორმების განხორციელების კუთხით, პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერით და მე მჯერა, რომ ნაწილობრივ მნიშვნელოვანია ამ გზავნილის გაშვება, რომ რეფორმები არის მნიშვნელოვანი ნაწილი, რათა შეესაბამებოდნენ ნატოს სტანდარტებს. მაგრამ ასევე ეს საქართველოსა და უკრაინის საზოგადოებებს აძლიერებს. მტკიცე და კარგად ფუნქციური საზოგადოება ნაკლებად მოწყვლადია რუსეთის ჩარევისგან. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობასა და  მხარდაჭერას და საქართველოსთან და უკრაინასთან “, – თქვა იენს სტოლტენბერგმა.

 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...