მთავარისიახლეებიმსოფლიოაშშ - ს აქვს კითხვები, რით ხსნის ყაზახეთის მთავრობა უცხოელი ჯარების...

აშშ – ს აქვს კითხვები, რით ხსნის ყაზახეთის მთავრობა უცხოელი ჯარების გადასხმას თავის მიწაზე.

Published on

აშშ – ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი ეხმაურება ყაზახეთში ОДКБ-ს ჯარების ჩასვლას, რაც ყაზახეთის პრეზიდენტმა ტოყაევმა ითხოვა. ОДКБ-ს შემადგენლობაში შედის რუსეთი.ნედ პრაისის თქმით,   აშშ დააკვირდება უცხო ჯარების მოქმედებას ყაზახეთის ტერიტორიაზე და ასევე, ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას.

“კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციის განთავსებაზე [ყაზახეთში]  პირველ რიგში, მოვითხოვთ ყაზახეთმა უპასუხოს ჩვენს შეკითხვებს. ჩვენ გვაქვს შეკითხვები ჯარების განთავსებაზე სწორედ იმიტომ, რომ ყაზახეთს, ყაზახეთის მთავრობას, აქვს რესურსები, საკუთარი რესურსები და მთავრობას თავად აქვს კარგი სამხედრო დაცვა. ამიტომ, ჩვენ ყაზახეთის მთავრობას ვუთმობთ ასპარეზს ილაპარაკონ თუ რა მიზეზით,  რა ლოგიკური დასაბუთებით ახსნიან,უცხოელი ჯარების გადასხმას თავიანთ მიწაზე. როგორც ვთქვი, ჩვენ ყურადღებით დაკავირდებით ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას ადამიანის უფლებების წინააღმდეგ და დავაკვირდებით უცხო ჯარების ნებისმიერ ძალისხმევას და მოქმედებას ყაზახეთში.” – თქვა ნედ პრაისმა პრესასთან ბრიფინგზე 

კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის (ОДКБ) გენერალური მდივნის, სტანისლავ ზასის თქმით, ორგანიზაციის მშვიდობისმყოფელები ყაზახეთში დიდხანს არ გაჩერდებიან. 

“ჩვენ ვთვლით, რომ ეს პერიოდი ხანმოკლე იქნება. – რამდენიმე დღე, თუ რამდენიმე კვირა – ეს დამოკიდებული იქნება სიტუაციაზე და, რა თქმა უნდა, ყაზახეთის ხელმძღვანელობის პოზიციაზე” , – განაცხადა მან.

მისივე თქმით, მშვიდობისმყოფელები დემონსტრანტების დარბევას არ აპირებენ და მათ სხვა ამოცანები ექნებათ. 

ყაზახეთში უკვე ჩაფრინდა პირველი რუსული დანაყოფები. ОДКБ-ს სხვა წევრი სახელმწიფოებიც აცხადებენ, რომ სამხედროებს გაგზავნიან. ბელარუსი გეგმავს გაგზავნოს 100-300 მებრძოლი, ტაჯიკეთი – 200, სომხეთი – 70-მდე. ყირგიზეთის პარლამენტმა კი სამხედროების გაგზავნის განხილვა გადადო, საბოლოოდ კი 150 ჯარისკაცის გაგზავნა გადაწყვიტა. 

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...