მთავარისიახლეები"ყაზახეთი ღირებული პარტნიორია" - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

“ყაზახეთი ღირებული პარტნიორია” – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

Published on

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ნედ პრაისი ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ყაზახეთი ღირსეული პარტნიორია და ქვეყანაში ძალადობის ფაქტებს გმობენ.

“შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება სიტუაციას ყაზახეთში, რომელიც ჩვენი ღირებული პარტნიორია. ჩვენ ვგმობთ ძალადობის აქტებს და საკუთრების განადგურებას და მოვუწოდებთ თავშეკავებისკენ როგორც ხელისუფლებას, ასევე მომიტინგეებს.

ჩვენ ვთხოვთ ყველა ყაზახეთს პატივი სცეს და დაიცვას კონსტიტუციური ინსტიტუტები, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება, მათ შორის ინტერნეტ სერვისის აღდგენა. მოვუწოდებთ ყველა მხარეს იპოვონ საგანგებო მდგომარეობის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზა”, – თქვა ნედ პრაისმა.

ცნობისთვის, ყაზახეთში საპროტესტო აქციები 2 იანვრიდან დაიწყო და მალევე სხვადასხვა ქალაქები მოიცვა. მოქალაქეები გაზსა და საწვავზე გაზრდილ ტარიფებს აპროტესტებდნენ. ყაზახეთში 5 იანვარს მთავრობა გადადგა, ყოფილი პრეზიდენტი ნაზარბაევი კი უშიშროების საბჭოს აღარ უხელმძღვანელებს.

ბოლო მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. არეულობისა და შეტაკებების დროს 8 პოლიციელი დაიღუპა, მშვიდობიან მოქალაქეებზე კი ინფორმაცია არ ვრცელდება. ქვეყანაში პროტესტი გრძელდება.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...