მთავარისიახლეებიპოლიტიკამურმან დუმბაძე: „მე ვამბობ მკაცრი ბოიკოტი საპარლამენტო ცხოვრებას, პარლამენტში შესვლა არის შეცდომა....

მურმან დუმბაძე: „მე ვამბობ მკაცრი ბოიკოტი საპარლამენტო ცხოვრებას, პარლამენტში შესვლა არის შეცდომა. ასე მიმაჩნდა ერთი წლის წინ და დღესაც ასე მიმაჩნია.

Published on

„მე ვამბობ მკაცრი ბოიკოტი საპარლამენტო ცხოვრებას, პარლამენტში შესვლა არის შეცდომა. ასე მიმაჩნდა ერთი წლის წინ და დღესაც ასე მიმაჩნია. – ამბობს მურმან დუმბაძე.

ვხედავთ რამეს? რა მომიტანა პარლამენტში შესვლამ? რა მომემატა, მე მურმან დუმბაძეს ლევან იოსელიანის პარლამენტში შესვლით? არაფერი. 400%-ით გაიზარდა ქვეყნის საგარეო ვალი. ეს იმას ნიშნავს, რომ არცერთი ბანკი შენთან მოლაპარაკებაზე არ წამოვა. საქართველოს სახელმწიფო გამქრალია და ეს გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა. მივდივართ და კიდევ ველაპარაკებით.

ჩვენ უნდა გამოვიდეთ საქართველოს პარლამენტიდან, ყველა უპირობოდ. ჩვენ უნდა გამოვიდეთ ყველა საკრებულოდან, მათ შორის წალეჯიხიდან, სადაც გავიმარჯვეთ ოპოზიციამ.

მესამე ჯერზე უნდა მოვითხოვოთ ვადამდელი არჩევნები. ამ ქვეყანას ვერაფერი ვერ გაასწორებს. მე ასევე არ ვემხრობი საგამოძიებო კომისიის შექმნას სააკაშვილთან დაკავშირებით, რადგან ვერავითარი კომისია ვერ დაუმტკიცებს ივანიშვილს, რომ ის ყოფილ პრეზიდენტს აწამებს. ეს მხოლოდ და მხოლოდ ხალხს შეუძლია, საზოგადოებას“, –აცხადებს მურმან დუმბაძე.

სიახლეები

რუსეთის ნოვგოროდის ოლქზე იერიშის შედეგად, სავარაუდოდ, საავიაციო სარემონტო ქარხანა დაზიანდა

9 ნოემბრის ღამეს უკრაინამ რუსეთის ნოვგოროდის ოლქის ქალაქ სტარაია-რუსაზე იერიში მიიტანა. OSINT-არხების ცნობით, თავდასხმის...

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა 75 წლის ასაკში მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა....

სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე...

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება

უკრაინის დელეგაცია უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, სადაც 10–11 ნოემბერს ომის დასრულების გზებსა და...