11 იანვრამდე შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი

0
232
11 იანვრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +11, +16 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 9 იანვარს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
 

აღმოსავლეთ საქართველოში 6-8 იანვარს შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 9 იანვარს მოიღრუბლება, ზოგან იწვიმებს, მთაში და მაღალმთაში მოთოვს, შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში +10, +15 გრადუსი იქნება, 9 იანვარს კი +5, +10 გრადუსამდე დაიკლებს. 10 იანვრიდან ისევ გამოიდარებს.

 თბილისში 9 იანვრამდე შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 6-8 იანვარს +11, +13 გრადუსი იქნება. 9 იანვარს მოიღრუბლება, შედარებით აცივდება, მოსალოდნელია წვიმა და ნისლი. 10 იანვრიდან დედაქალაქშიც გამოიდარებს.

წინა სტატიამურმან დუმბაძე: „მე ვამბობ მკაცრი ბოიკოტი საპარლამენტო ცხოვრებას, პარლამენტში შესვლა არის შეცდომა. ასე მიმაჩნდა ერთი წლის წინ და დღესაც ასე მიმაჩნია.
შემდეგი სტატიაგენერალი გიგი კალანდაძე თავისუფალია  – გერმანიის სასამართლო მურუსიძის კანტორა არავის ეგონოს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური