მთავარისიახლეებიპოლიტიკარა უთხრა სახელმწიფო ინსპექტორებს მიხეილ სააკაშვილმა

რა უთხრა სახელმწიფო ინსპექტორებს მიხეილ სააკაშვილმა

Published on

4 საათი  მიმდინარეობდა დღეს  მესამე პრეზიდენტის გამოკითხვა მის წინააღმდეგ გორის ჰოსპიტალში განხორციელებული ძალადობის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორების მიერ.  

მიხეილ სააკაშვილმა  ყველა შეკითხვას უპასუხა. ყველა დეტალი აღიდგინა, ახლა ჯერი ლონდა თოლორაიას უწყებაზეა, რომელმაც  გაუქმებამდე კიდევ ერთი გამოძიება უნდა მოასწროს და დაადგინოს, განხორციელდა თუ არა არაადამიანური მოპყრობა და ძალადობა მიხეილ სააკაშვილის მისამართით.

ადვოკატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, რომელმაც უნდა გაარკვიოს, რატომ იზრდება ფასები ენერგომატარებლებზე.

უნდა შეიქმნას მეორე კომისია პარლამენტში, რომელიც შეისწავლის, რატომ იზრდება ასე არაადეკვატურად ენერგიაზე ფასები, განსაკუთრებით ეხება ეს ელექტროენერგიას, გაზს, საწვავს, ასევე კომუნალურ გადასახადებსაც.

მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ ეს ფასები განპირობებულია კორუფციით, რაც გაბატონებულია დღეს საქართველოში.

პრეზიდენტი მოუწოდებს თანამებრძოლებს, კონსულტაციები ამ საკითხზე ჰქონდეთ ოპოზიციასთან, მათ შორის, ყოფილი პრემიერის გახარიას პარტიასთან – ამბობს ადვოკატი შოთა თუთბერიძე.

სიახლეები

ტრამპმა დაადასტურა, რომ ამ ომის დასრულება სურს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ „ტელეგრამ“ არხზე წერს. მისი...

ვისაც გვჯერა ევროპული საქართველოსი და არა რუსულ ჩექმის ქვეშ გატრუნულისა, დღეს ყველა ვიქნებით ევროპის მოედანზე! – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღევანდელ, 9 მაისის მარშს სოციალურ ქსელში ეხმიანება: ვისაც გვჯერა ევროპული...

დონალდ ტრამპმა ერდოღანს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საქმეში შუამავლობა სთხოვა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას რუსეთსა და...