მთავარისიახლეებიმსახიობი ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა

მსახიობი ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა

Published on

მსახიობი ნიკა ქაცარიძე 43 წლის ასაკში გარდაიცვალა – ინფორმაციას სოციალურ ქსელში მეგობრები ავრცელებენ.

არსებული ინფორმაციით, მსახიობი გულით გარდაიცვალა.

2005 წლიდან ნიკა ქაცარიძე შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია.

ნათამაშები როლები რუსთაველის თეატრი:

უილიამ შექსპირის „როგორც გენებოთ ანუ შობის მეთორმეტე ღამე“ ( სერ ტობი ბელჩი) რეჟ. რობერტ სტურუა
ლაშა ბუღაძის კომედიაში „ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და… პრეზიდენტი“ (დაცვის ბიჭი – ენრიკო) რეჟ. რობერტ სტურუა
დავით კლდიაშვილის ტრაგიკომედია „დარისპანის გასაჭირი“ (ხელოსანი) რეჟისორები რობერტ სტურუა, ზაზა პაპუაშვილი
არჩილ სულაკაურის ზღაპარი „სალამურა“ (მეფე) რეჟისორები რობერტ სტურუა რევაზ ჩხაიძე, დავით კვირცხალია
ნედიალკო იორდანოვის „გონზაგოს მკვლელობა“ (მოკარნახე) რეჟ. გოშა გოშაძე
ჟან დელი, ჟერალდ სიბლეირასი „გაუმარჯოს ბუშონს“ (ნიკოლა) რეჟ. იოსებ ბაკურაძე
ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი „პატარა უფლისწული“ (მეფარნე) რეჟ. გიორგი თოდაძე
თომას ბერნჰარდი „სანახაობის მომწყობი – Der Theatermacher“ (მედუქნე) რეჟ. ქრისტიან პაპკე
მონაწილეა სპექტაკლებისა „მალე მოვალ წვიმად“ , „ჯადოსნური ღამე“
ვაკის თეატრალური სარდაფი

მიხო მოსულიშვილის კომიკური თრილერი „საშობაო ბატი კომშით” ( გებრიელ ბონიფაციუსი) რეჟ. გურამ ბრეგაძე

კანცელარიის შენობა

ირაკლი სამსონაძის საშობაო ზღაპარი „ინდაურ ინდიკოს საახალწლო თავგადასავალი“ (ინდაური ინდიკო) წარმოადგინეს უპატრონო ბავშვებისთვის, რეჟ. ნიკა შველიძე

სიახლეები

თეიმურაზ კუპატაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, შალვა თადუმაძე კი მინისტრის მოადგილის თანამდებობას ტოვებს

შინაგან საქმეთა მინისტრის სულხან თამაზაშვილის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა. შსს-ს ცნობით, თეიმურაზ კუპატაძე...

ირაკლი ფირცხალავამ, 12-წლიანი პატიმრობის შემდეგ, საპატიმრო დატოვა

კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ 12-წლიანი პატიმრობის შემდეგ პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ინფორმაცია ტაბულას...

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრა გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრა გაიმართება, სახელწოდებით: „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული...

დააკავეს ერთ-ერთი კომერციული ბანკის თანამშრომელი, რომელმაც 800 000 ლარამდე მიითვისა

თბილისის პოლიციამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა,...