მთავარისიახლეებიანესთეზიის ზედოზირება თუ უხარისხო მედიკამენტი - 19 წლის ზუგდიდელი ორსულის ოჯახი ექიმების...

ანესთეზიის ზედოზირება თუ უხარისხო მედიკამენტი – 19 წლის ზუგდიდელი ორსულის ოჯახი ექიმების დასჯას ითხოვს

Published on

ზუგდიდელი 19 წლის სესილი ბუბუტეიშვილის ოჯახი იმ კლინიკის ექიმების უმკაცრესად დასჯას ითხოვს, სადაც ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. მშობიარე კლინიკაში 15 დეკემბერს ზუგდიდიდან შეიყვანეს. მედიკოსებმა საკეისრო კვეთისთვის მოამზადეს, თუმცა საოპერაციოში შესული ქალი კომაში ჩავარდა და რამდენიმე დღეში გარადაიცვალა.

ოჯახი დარწმუნებულია, რომ მშობიარეს გარდაცვალება ანესთეზიის ზედოზირებას ან ვადაგასული მედიკამნტის გამოყენებას მოჰყვა.

“სესილის ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია, იყო სრულიად ჯანმრთელი. ქუთაისში იმიტომ წავიყვანეთ, რომ ექოსკოპიური დასკვნიდან გამომდინარე ბავშვი იყო გარდი-გარდმო. ოპერაციის პროცესში გაჩერდა გული, რამაც გამოიწვია შემდეგ ტვინის შეშუპება, ხოლო შემდეგ  უკვეს ფატალური შედეგი. ზუსტად არ იციან და არც მე ვიცი რა მოხდა იმ დროს. მაგრამ მე გავდივარ კონსულტაციებს კომპეტენტურ ადამიანებთან და მაინც ყველა გზა, როგორც მეუბნებიან, მიდის ანესთეზიისკენ. ან არის გადაჭარბებული დოზა ან კიდევ უხარისხო მედიკამენტი, – ამბობს გარდაცვლილის დედა.

საკითხს ამ დროისათვის ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო სწავლობს. იმ შემთხვევაში თუკი მომხდარში სისხლის სამართლებრივი დანაშაული გამოიკვეთება, საქმეში საგამოძიებო უწყებები ჩაერთვებიან.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...