აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი ტვიტერზე წერს, რომ საქართველოს მთავრობა სახელმწიფო კონტროლის მექანიზმების გაუქმებით ერთპარტიული მმართველობისკენ მიისწრაფვის. იან კელი აშშ-ის საელჩოს განცხადებას ეხმაურება, რომელშიც საელჩო საქართველოს მთავრობას მკაცრად აკრიტიკებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო.
“მესიჯი ნათელია, აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის მექანიზმების მარგინალიზებით და გაუქმებით საქართველოს მთავრობა ერთპარტიული მმართველობისკენ მიისწრაფვის. არ არის გასაკვირი, რომ საქართველოს მეგობარმა ქვეყნებმა ეჭვი შეიტანეს მთავრობის ევრო-ატლანტიკური კურსის მიმართ კეთილსინდისიერებაში” – წერს იან კელი ტვიტერზე.