მთავარისიახლეებისაზოგადოებადავით ზალკალიანი მალხაზ მალაშხიას გარდაცვალების გამო 

დავით ზალკალიანი მალხაზ მალაშხიას გარდაცვალების გამო 

Published on

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. ზალკალიანი კოლეგის, მალხაზ მალაშხიას გარდაცვალების შესახებ წერს:

“უდიდეს გულისტკივილს გამოვთქვამ ჩვენი კოლეგის, კარგი მეგობრის, მალხაზ მალაშხიას გარდაცვალების გამო. 

გული მწყდება, რომ გვერდით აღარ გვყავს საუკეთესო პროფესიონალი, უაღრესად თბილი და ნამდვილად გამორჩეული, დიდი სიკეთის მატარებელი ადამიანი. 

ჩვენს მოგონებებში დარჩება იმ დიდი სითბოთი და სიკეთით, რომელსაც ტოვებდა ყველასთან ურთიერთობის დროს”, – წერს ზალკალიანი სოციალურ ქსელში.

 მალხაზ მალაშხია ზუგდიდშია დაბადებული და გაზრდილი, ქალაქში კარგად ცნობილი ნუგზარ მალაშხიას ოჯახში.

სწავლობდა ოქსფორდში, ფლობდა რამდენიმე უცხო ენას, მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე.

2019 წლის აგვისტოდან დღემდე იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიისა და ოკეანეთის დეპარტამენტის სამხრეთ აზიის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების სამმართველოს უფროსი. მანამდე – 2010-2013 წლებში მრჩეველი საქართველოს საელჩოში, ყაზახეთის რესპუბლიკაში. 2015-2019 წლებში-საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი სომხეთში, საქართველოს საელჩოში.

 

 

 

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...