მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმეზე, პარლამენტში საგამოძიებო კომისია...

მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმეზე, პარლამენტში საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას

Published on

მიხეილ სააკაშვილს სურს, საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა მოითხოვონ საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც დაადგენს მისი უფლებების დარღვევას პენიტენციურ დაწესებულებებში და დაიწყონ ამ მიმართულებით მუშაობა – ამბობს   უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძე.

 მისი თქმით, “მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაჩქარებულად გაუქმება პირდაპირ დაკავშირებულია მისი საქმის გამოძიებასთან. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა ინტენსიურად, მათ შორის, მისი გამოკითხვა შედგა საკმაოდ დეტალურად. ფიქრობს, რომ სწორედ ამიტომ გადადგა ხელისუფლებამ ნაბიჯი, რომ შეანელოს გამოძიების პროცესი. 

მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანი იქნება, მის საქმეზე შეიქმნას პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის მის მიმართ არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ფაქტს და მათ შორის იმ თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართულები”,- აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ.

ცნობისთვის, იმისთვის, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას, საჭიროა, “ნაციონალური მოძრაობა” ბოიკოტის რეჟიმში აღარ იყოს და სადეპუტატო მანდატები გამოიყენონ. აღსანიშნავია, რომ კომისიის შესაქმნელად 50 დეპუტატის ხმა არის საჭირო. 

მშვენიერაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მას  სჭირდება სათანადო სამედიცინო დახმარება, რომლის მიღებასაც სამედიცინო დაწესებულებაში ვერ ახერხებს.ადვოკატის თქმით, მესამე პრეზიდენტს დღემდე ეზღუდება კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, მოისმინოს საკუთარი ექიმების ალტერნატიული აზრი.

 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...