მთავარისიახლეებიმსოფლიოლიონელ მესის კოვიდ-19 დაუდგინდა და თვითიზოლაციაშია

ლიონელ მესის კოვიდ-19 დაუდგინდა და თვითიზოლაციაშია

Published on

ცნობილი ფეხბურთელ ლიონელ მესის კოვიდ-19 დაუდგინდა და თვითიზოლაციაშია, განაცხადა მისმა კლუბმა “პარი სენ-ჟერმენმა” 2 იანვარს.

ოქროს ბურთის” შვიდგზის მფლობელმა, მესიმ, სხვა ოთხ მოთამაშესთან ერთად, რომლებსაც ასევე დაუდგინდათ ვირუსი, უნდა გამოტოვოს საფრანგეთის თასისი გათამაშების მატჩი ქალაქ ვანის საფეხბურთო გუნდთან.

არგენტინელი ვარსკვლავისთვის იოლი არ აღმოჩნდა საფრანგეთის დედაქალაქში ცხოვრების პირველი ეტაპი გასულ ზაფხულს ბარსელონის ემოციური დატოვების შემდეგ.

მესიმ მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა „პარი სენ-ჟერმენის“ სახელით საფრანგეთის ლიგის 11 მატჩში, თუმცა ჩემპიონთა ლიგაში ხუთჯერ ისახელა თავი.

ის გამოტოვებს თასზე მატჩს 3 იანვარს და სავარაუდოდ, არც ლიგის, ზამთრის შესვენების შემდეგ, პირველ მატჩში არ მიიღებს მონაწილეობას ლიონში, 9 იანვარს.

 

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...