მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილის თხოვნით, ენმ-ის წევრები და მხარდამჭერები შიმშილობას წყვეტენ

მიხეილ სააკაშვილის თხოვნით, ენმ-ის წევრები და მხარდამჭერები შიმშილობას წყვეტენ

Published on

ქსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თხოვნით მიმართა მოშიმშილეებს, რომ ის თავად დაიწყებს შიმშილობას თუ ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმას არ შეწყვეტენ.  – ყოფილი პრეზიდენტის თხოვნამოშიმშილეებს გააცნო მისმა ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ , რომელიც ამ დილით მივიდა  მათ მოსანახულებლად და პრეზიდენტის გზავნილის გადასაცემად.  

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ , რომელიც თავადაც შიმშილობს,   განუცხადა  მოშიმშილეებს, რომ არ აქვთ უფლება, დაუშვან, რომ მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა განაახლოს და შესაბამისად პროტესტს სხვა ფორმით გააგრძელებენ.

“მიხეილ სააკაშვილი განიცდის თითოეული მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და თავადაც იძულებული გახდება, რომ მანაც განაახლოს შიმშილობა, რისი დაშვების უფლებაც არ გვაქვს არცერთ ჩვენგანს, ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის დაწყება იქნება ფატალური შედეგის მომტანი და ამიტომ, თანამებრძოლებთან  ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადავიდეთ ბრძოლის შემდეგ ეტაპზე, რომელიც იქნება მრავალფეროვანი და არაძალადობრივი, მანამ, სანამ ქვეყანაში სამართლიანობა არ გაიმარჯვებს და არ დასრულდება პოლიტიკური მართლმსაჯულება. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავდივართ ბრძოლის სხვა ეტაპზე.” – თქვა ნიკა მელიამ.

“მასობრივი შიმშილობა” ენმ-ის ოფისთან პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 21 დეკემბერს დაიწყეს.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...