მიხეილ სააკაშვილი პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ მყოფი გადაიყვანეს ციხეში, ამის გამო არ შეუშვეს მასთან ექიმები და ადვოკატები – ევგენი გრუშოვეცი

0
268

ფარმაკოლოგიური წამება – ასე აფასებს მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ევგენი გრუშოვეცი საქართველოს მესამე პრეზიდენტის გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხეში გადაყვანის ფაქტს: 

,,წინა შემთხვევის მსგავსად, მიხეილ სააკაშვილს მისცეს ძლიერი დამამშვიდებლები. ის პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ მყოფი გადაიყვანეს ციხეში. ამის გამო არ შეუშვეს მასთან ჰოსპიტალში ექიმები და ადვოკატები.

ფარმაკოლოგიური წამება, ეს არის ფსიქოტროპული ნივთიერებების ან სხვა ნარკოტიკების გამოყენება ადამიანის დასასჯელად ან მისგან ინფორმაციის მისაღებად. ამის მიზანი არის, აიძულონ დამორჩილება, გამოიწვიონ სტრესი, რაც ტკივილის, შფოთვის, ფსიქოლოგიური აშლილობისა და დეზორიენტაციის ფორმით შეიძლება გამოვლინდეს“, – წერს გრუშოვეცი.

წინა სტატია“თავის დედიკოსთან ერთად სცენიდან მოგვესალმება ელის მარია სააკაშვილი. ჩემი ყველაზე საყვარელი გოგო და უმცროსი შვილი” – მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატიაბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 100 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 42 ადამიანი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური