ნაცემია ზუგდიდის საკრებულოს წევრი გახარიას პარტიიდან და ყოფილი გუბერნატორი მალხაზ თორია. შემთხვევა წუხელ მოხდა, თორიას თქმით, ის და მისი შვილი სასაფლაოზე იმყოფებოდნენ, როცა მათზე თავდასხმა განხორციელდა. თორია არ გამორიცხავს, რომ ეს იყოს პოლიტიკური შურისძიება “ქართული ოცნების” მხრიდან.
შემთხვევა სოფელ კოკში მოხდა. ზუგდიდის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომ მას 8 პირი დაესხა. თორია ამბობს, რომ მას მამის სასაფლაოზე იარაღის მუქარით გაუსწორდნენ