ანზორ მელია “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მოშიმშილეების მოსანახულებლად მივიდა

0
264

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მოშიმშილეების მოსანახულებლად ანზორ მელია მივიდა. მელიას თქმით, ის ადგილზე მედიკოსის სტატუსით მივიდა, რათა მოშიმშილეების ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმოს.

რამდენიმე დღის ანზორ მელიასთან კლინიკაში რამდენიმე მოშიმშილე სტენოკარდიის ნიშნებით მიიყვანეს, რომელთაც მან სამედიცინო დახმარება გაუწია და ახლა ადგილზე  მათი მდგომარეობის გასაგებად მივიდა.

ვალდებული ვარ ნიკას გვერდით დავდგე. დავინტერესდე ჯანმრთელობის მდგომარეობით, ჩემთანაც იყვნენ, რამდენიმე იყო მოყვანილი. მადლობა ღმერთს, არაფერი სერიოზული არ ჰქონდათ. იქნება აუცილებლად ჰოსპიტალიზაცია იმიტომ, რომ 200-მდე კაცი შიმშილობს. ისინი შემოწმებულები არ იყვნენ ჯანმრთელობის მხრივ და ამიტომ გამოვლინდა ეს დაავადებები, – თქვა მედიკოსმა.

წინა სტატიაზვიად გამსახურდია და თაობა, რომლის ახალ წელს მარადი სევდა ახლავს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი სააკაშვილი იმყოფება ძალიან კარგ პოლიტიკურ ფორმაში, გადმომცა რომ ყველასთვის მიმელოცა დამდეგი შობა – ახალი წელი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური