ამინდი ახალი წლის ღამეს

0
282

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ახალი წლის ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში გაწვიმდება, მთაში მოთოვს, აღმოსავლეთ საქართველოში კი 1 იანვრის შუადღემდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით +2, +7, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -2, -7 გრადუსია მოსალოდნელი. დღის საათებში კი დაბლობსა და ბარში +7, +12 გრადუსამდე დათბება.

1 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, დაბლობსა და ბარში წვიმის, მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით. 2-4 იანვარსაც დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება, შედარებით აცივდება, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

ქ. თბილისში 2022 წლის 4 იანვრამდე შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ახალი წლის ღამის საათებში 0, -2, ხოლო დღის საათებში +8, +10 გრადუსის ფარგლებში იქნება. 2-3 იანვარს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ტემპერატურა 2-3 გრადუსით დაიკლებს.

წინა სტატია“ევ­რო­კავ­ში­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში გი­ლო­ცავთ ახალ წელს!“- კარლ ჰარ­ცე­ლი
შემდეგი სტატიაზვიად გამსახურდია და თაობა, რომლის ახალ წელს მარადი სევდა ახლავს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური