მთავარისიახლეებიპოლიტიკათენგო ჯგუშია თბილისში მიმდინარე შიმშილობის მასობრივ აქციას შეუერთდა

თენგო ჯგუშია თბილისში მიმდინარე შიმშილობის მასობრივ აქციას შეუერთდა

Published on

თენგო ჯგუშია თბილისში მიმდინარე შიმშილობის მასობრივ აქციას შეუერთდა.
ამის შესახებ  იგი თავის ფეისბუქზე წერს: 
,,ბრძოლა რწმენის გარეშე უტოპიაა…
რწმენა და ჟინი ერთად -სიმართლისთვის თუნდაც ყველაზე უთანასწორო ბრძოლაში ყოველთვის იმარჯვებს
22 დეკემბრის რუსთაველზე დიდ შეკრებაზე, როგორც კი ნიკამ, შიმშილობის მასობრივ აქციაზე განცხადება გააკეთა, იმ წუთიდან მზად ვიყავი და ვჯდებოდი, მაგრამ ბრონქების მწვავე ანთების გამო ჩემმა ექიმმა კატეგორიულად ამიკრძალა…
გუშინ მოვრჩი ანტიბიოტიკების კურსს და რადგან თავს უკეთ ვგრძნობ, ვთვლი, რომ სანამ თუნდაც ბოლო მებრძოლი იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ ამ ფორმით, მეც იქ უნდა ვიყო, – სხვა არჩევანისთვის, სხვა გადაწყვეტილებისთვის, როგორც დიდოსტატი კონსტანტინე იტყოდა: ,,..რასსა არ მეყოფა”
კიდევ ერთხელ პატივი და ყველაზე წრფელი კაცური თანაგრძნობა ყველა მებრძოლს, რომლებიც უკვე მერამდენე დღეა შიმშილობენ და ვარ შინაგანად ამაღლებული. რომ დღეიდან მათ გვერდით ვარ.
ბოლო საუზმე: 29.12.2021 – 09:30 სთ;
შემდეგი, – როცა უფალი და მოვლენების განვითარება ინებებს…
‎”პირველად უარგყოფენ, შემდეგ დაგცინიან, მერე გებრძვიან, შემდეგ კი იმარჯვებ..” /მაჰათმა განდი/
ყველა ეტაპი გავლილია ამ მარათონზე, – გამარჯვების დროც დგება.
#არა სახელმწიფოსგაქრობას!
#არა პოლიტიკურმართლმსაჯულებას!
#თავისუფლება მესამე პრეზიდენტს!”  – წერს სამოქალაქო მოძრაობია ,,სამეგრელოს ხმა” დამფუძნებელი  თენგო ჯგუშია

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...