სანდრა რულოვსი: მიხარია, ქალბატონი სალომე მიხვდა, რომ პოლარიზაციის მძიმე ფონზე, ვერ მივდივართ წინ
იმედით ვუყურებ ამას. ამბობს საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი დროებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
მიხარია, რომ ქალბატონი სალომე [ზურაბიშვილი] მიხვდა, რომ ამ ორბანაკიანი პოლარიზაციის ძალიან მძიმე ფონზე, ვერ მივდივართ წინ, თვითონაც შეწუხდა და კარგი ფორმაც აირჩია, რომ ჯერ საზღვარგარეთ თქვა და მერე უკვე აქ შესრულებაზე დაიწყო საუბარი.
ის კი ამბობს, რომ ეს არის ხანგრძლივი პროცესი, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, დრო არ გვაქვს, როგორც ვხედავთ, ირგვლივ ტერიტორიებსაც ვკარგავთ ყოველ დღე, რუსული გავლენაც იზრდება, ბევრი ფაქტორია, რის გამოც ეს მალე უნდა მოხდეს.