ნიკა გვარამია უკრაინის გენერალურ პროკურატურას მიმართავს მიხეილ სააკაშვილის “წამებაში ჩართული პირების მიმართ გამოძიება დაიწყოს”

0
240

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი ნიკა გვარამია უკრაინის გენერალურ პროკურატურას მიმართავს, მიხეილ სააკაშვილის  “წამებაში ჩართული პირების მიმართ გამოძიება დაიწყოს”.

როგორც გვარამია განმარტავს, საქართველოს პროკურატურა „არათუ არ რეაგირებს სააკაშვილის წამებაზე, არამედ თავადაა ჩართული ორკესტრირებულ დანაშაულში“.

“ცუდად თუ გახდები, წაგიყვანთ გლდანში”. ცუდად გახდომის უფლებაც აღარ აქვს სააკაშვილს. ზემოთმოყვანილი ტექსტი კი წამების მუქარაა, რაც ცალკე დანაშაულია. მივმართავ უკრაინის გენერალურ პროკურატურას: წამება არის ექსტერიტორიული კონვენციური დანაშაული. წამების ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი დევნა სავალდებულოა უკრაინის ტერიტორიაზე, სადაც არ უნდა იყოს წამება ჩადენილი. ასევე, უკრაინის მოქალაქის წამებისთვის სავალდებულოა მწამებლის პასუხისმგებლობაში მიცემა, რომელი ქვეყნის მოქალაქეც არ უნდა იყოს და სადაც არ უნდა იმყოფებოდეს და რომელ თანამდებობაზეც.

შესაბამისად, როგორც  მიხეილ სააკაშვილისადვოკატი, მივმართავ უკრაინის გენერალურ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება შესაბამისი პირების მიერ მიხეილ სააკაშვილის წამებაში უშუალოდ, თუ ბრძანების გაცემის, წაქეზების, ორგანიზების, არაადეკვატური მკურნალობის ან სხვა ფორმით ჩართული პირების მიმართ.

ეს უკრაინის პროკურატურის ვალდებულებაცაა და ტერიტორიულადაც შეუზღუდავია ამ მხრივ მისი კომპეტენცია. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პროკურატურა არათუ არ რეაგირებს სააკაშვილის წამებაზე, არამედ თავადაა ჩართული ამ ორკესტრირებულ დანაშაულში, ვფიქრობ, უკრაინის პროკურატურამ გადაუდებლად უნდა მიმართოს მისი მანდატით გათვალისწინებულ სავალდებულო ღონისძიებებს.

აქვე, მოვუწოდებ უკრაინის სახალხო დამცველს ზედამხედველობა გაუწიოს აღნიშნულ პროცესს“ – აცხადებს  ნიკა გვარამია .

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილიგორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ, გვიან ღამით გადაიყვანეს. მისი უფლებადამცველის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი კომუნიკაბელური არ არის, აქვს კუნთების მოდუნება, დამოუკიდებლად გადაადგილება აღარ შეუძლია და „ბადრაგს ჩამოჰყავს და აჰყავს“.

წინა სტატიაპრეზიდენტი მალე დატოვებს აქაურობას, თქვენ კი მოგიწევთ პასუხისგება მისი წამებისათვის – ნიკა გვარამია ხელისუფლებას
შემდეგი სტატია“შთამბეჭდავი ცინიზმი” და წამება – ლუდმილა დენისოვა მიხეილ სააკაშვილის რუსთავში გადაყვანას ეხმაურება და ნინო ლომჯარიას მიმართავს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური