მიხეილ სააკაშვილი არის მხნედ და ამბობს, რომ აქედან მხოლოდ გამარჯვებული გამოვა – თინა ბოკუჩავა

0
283

მიხეილ სააკაშვილი არის მხნედ და ამბობს, რომ აქედან მხოლოდ გამარჯვებული გამოვა – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრიდან გამოსულმა ,,ენმ”-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ, განაცხადა. მის განმარტებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი რამოდენიმე დღეში გამოაქვეყნებს წერილს, სადაც ,,ნაციონალური მოძრაობის” უახლოესი გეგმების შესახებ იქნება საუბარი.

პრეზიდენტი სააკაშვილი, რა თქმა უნდა, ფიზიკურად სუსტადაა, მაგრამ არის მხნედ და ამბობს, რომ იბრძოლებს ბოლომდე და აქედან მხოლოდ გამარჯვებული გამოვა. ის ასევე ძალიან ღელავს და სოლიიდარობას უცხადებს მოშიმშილეებს, რომლებიც ,,ენმ”-ს ოფისში შიმშილობენ. უახლოეს დღეებში მათ მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული გეგმით მიმართავს, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ბრძოლა. 

რა თქმა უნდა, დიდი ინტერესია იმ გეგმის მიმართ, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ბრძოლა, მაგრამ მე ამის შესახებ ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ, რადგან პრეზიდენტმა მითხრა, რომ ეს გეგმა რამდენიმე დღეში გასაჯაროვდება – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

წინა სტატია81 ხმა 7 -ის წინააღმდეგ – პარლამენტმა დაამტკიცა კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ
შემდეგი სტატიალიბერთი მცირე საოჯახო სახლებსა და თავშესაფრებში მხარდაჭერას განაგრძობს [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური