მთავარისიახლეებიპოლიტიკამეც, როგორც ალბათ ახლა წალენჯიხის მერს, ზუსტად ასეთი მოლოდინი მქონდა ზუგდიდთან მიმართებაში...

მეც, როგორც ალბათ ახლა წალენჯიხის მერს, ზუსტად ასეთი მოლოდინი მქონდა ზუგდიდთან მიმართებაში – სანდრა რულოვსი

Published on

,,მე მქონდა მართლა რაღაც მოლოდინი, როგორც ალბათ ახლა წალენჯიხის მერს, რომ მე ვარ პირველი მერცხალი, რომ შეიძლება მოვიგოთ და გავაკეთოთ, ქალაქის სხვანაირი მოდელი… მეც ზუსტად ასეთი მოლოდინი მქონდა ზუგდიდთან მიმართებაში…” – ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა  ტელეკომპანია “ფორმულას” გადაცემის “დროება” წამყვანის, გიორგი თარგამაძის შეკითხვას “არის თუ არა თქვენს წარმოდგენებში ფიქრი იმასთან დაკავშირებით, რომ უკვე როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა, საქართველოს პოლიტიკაშიხელახლა წარმოჩნდებით” ?

“არა, ნამდვილად არა! არ გეტყვი, რომ ეს შეცდომა იყო… მე მქონდა მართლა რაღაც მოლოდინი, როგორც ალბათ ახლა წალენჯიხის მერს, რომ მე ვარ პირველი მერცხალი, რომ შეიძლება მოვიგოთ და გავაკეთოთ, ქალაქის სხვანაირი მოდელი… მეც ზუსტად ასეთი მოლოდინი მქონდა ზუგდიდთან მიმართებაში… ეს იყო 2019 წელს. მაშინ, ვფიქრობდი, თუ მე ძლიერი კანდიდატი ვარ, თუ აქ გავიმარჯვებდი, ეს იქნებოდა, როგორც პარტიისთვის, ისე მთელი ოპოზიციისთვის წამახალისებელი, რომ ე.ი. შესაძლებელია ბრძოლის მოგება. მე შემეძლო განსხვავებული ვყოფილიყავი. 

რა თქმა უნდა, გამარჯვებული ვიყავი, უბრალოდ წამართვეს. “, – ამბობს რულოვსი.

როგორც სანდრა რულოვსმა აღნიშნა, პოლიტიკურ პროცესებში მისი ჩართულობა აუცილებლობას არ წარმოადგენს

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...