მთავარისიახლეებიპოლიტიკაღიად წავიდნენ მკვლელობაზე... არავინ იცის ახლა რა მდგომარეობაშია, ის დაიწყებს შიმშილობას...

ღიად წავიდნენ მკვლელობაზე… არავინ იცის ახლა რა მდგომარეობაშია, ის დაიწყებს შიმშილობას – ეკა ხერხეულიძე

Published on

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ეკა ხერხეულიძე შიშობს, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას დაიწყებს, რადგან პრეზიდენტმა  ჯერ კიდევ გუშინ გადაყვანამდე განუცხადა მას, რომ თუ ისევ რუსთავში ან გლდანში გადაიყვანეს წინააღმდეგობას გასწევს და საჭიროების შემთხვევაში ისევ  შიმშილობას დაიწყეს, რადაგან პროტრსტის ამოხატვის სხვა საშუალებას არ უტოვებენ. 

“ადამიანებმა რომელბმაც ეს გადაწვეტილება მიიღეს, წავიდნენ ღია მკვლელობაზე. ის იყო უმძიმეს მდგომარეობაში და საჭიროებდა ექიმების დაუყონებლივ ჩარევას. უდიდესი რისკია, არავინ იცის ახლა რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი. მაგრამ ზუსტად შემიძლია გითხრათ რომ ის არ არის საკუთარი ნებით წამოსული და რაც მთავარია, მას აქვს ნათქვამი, თუკი ასეთ ფაქტს ექნებოდა ადგილი, ის დაიწყებდა შიმშილობას,” – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

რუსთავის ციხესთან იმყოფებოდა ენმ-ის წევრი ლევან ხაბეიშვილიც და ელოდება ინფორმაციას, თუ როგორ გრძნობს თავს მესამე პრეზიდენტი.  

“ივანიშვილის ახირებაა , რომ ჯინაზე სააკაშვილი უნდა იყოს ციხეში და ცხადია თუ ვინმეს კიდევ ილუზია აქვს ამას იმიტომ აკეთებენ, რომ მაინცდამაინც 31 დეკემბერს გამოჯანმრთელდა, ძაანაც ცდება და მგონია, რომ პრობლემები აქვს აღქმასა და რეალობის შეფასებასთან,” – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ მათ გადაყვანის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

ცნობისთვის, გვიან ღამით, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გადაიყვანეს. 

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...