ექსპრეზიდენტის ადვოკატები მის მონახულებას რუსთავის ციხეში სავარაუდოდ რამდენიმე წუთში შეძლებენ 

0
231

ამ წუთებში რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერები და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები იკრიბებიან იკრიბებიან. ისინი გვიან ღამით სააკაშვილის გორის ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხეში გადაყვანას აპროტესტებენ. 

ადგილზე უკვე მივიდნენ ექსპრეზიდენტის უფლებადამცველები, რომლებიც მსჯავრდებულის მონახულებას სავარაუდოდ რამდენიმე წუთში შეძლებენ. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გვიან ღამით გადაიყვანეს.​რუსთავის საპატიმროს ეზოში სპეც დანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული. 

წინა სტატია  მიშა გადაიყვანეს იძულების წესით, ხელბორკილების დადების მცდელობით, ჯიკაობით – გიორგი ჩალაძე
შემდეგი სტატიაკონსილიუმის ექიმები: სააკაშვილის ციხეში დაბრუნება კანონდარღვევაა, რადგან  იქ სათანადო მკურნალობა ვერ ჩაუტარდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური